თურქული პრესა 22.09.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

574954
თურქული პრესა 22.09.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც როგორც იქნა ამერიკაც მივიდა ერდოღანის იმ აზრამდე, რომ სირიის ჩრდილოეთში აუცილებლად საჭიროა უსაფრთხოების ზონის შექმნა და ამის შესახებ თურქმა პრეზიდენტმა გუშინ წინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რა, ამ განაცხადიდან არ გასულა 24 საათი, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მხარი დაუჭირა ერდოღანის ამ წინადადებას და ხაზი გაუსვა, რომ სირიის ჩრდილოეთში საჰაერო ფრენების აკრძალვით შეეწინააღმდეგებიან ესადის ძალების თავდასხმებს მშვიდობიან ობიექტებზე და მოსახლეობაზე

საბაჰი იტყობინება, რომ თურქეთის უმაღლესმა სასამართლომ სპეციალური ბროშურა მოამზადა უცხოელებისათვის, რომელშიც ფოტოგრაფიანი მტკიცებულებებით დეტალურ ინფორმაციებს იძლევიან 15 ივლისის სამხედრო პუტჩის და მისი ლიდერის, პენსილვანიაში მცხოვრები ფეტულაჰ გულენის შესახებ. “ფეტოელების მიზანი იყო სამხედრო გადატრიალებით ხალხის მხრიდან დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში მოსული მთავრობის დამხობა და მის ნაცვლად ტოტალიტარული, კლანურ-ოლიგარქიული წყობის დაფუძნება“, ხაზგასმულია ამ ბროშურაში

იენი შაფაკი წერს, რომ ძრავების მწარმოებელმა თურქულმა ფირმა TUSAŞ-მა გუშინ, ქალაქ ესკიშეჰირის პოლიგონზე, სამამულე წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის, ANKA-ს ახალი, დიზელის ძრავის პრეზენტაცია მოაწყო და ეს ძრავაც 100%-იანი თურქი დიზაინერების მხრიდან არის აწყობილი. პრეზენტაციაზე მყოფმა თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიქმა მაღალი შეფასება მისცა ახალ ძრავას და თქვა, რომ უახლოეს ხანებში გადავლენ მათ სერიულ წარმოებაზე რა, ექსპორტშიც გააგზავნიან. მისივე თქმით მომავალი 5 წლის განმავლობაში თურქები თვით დაამზადებენ თვითმფრინავების ძრავებსაც

ვათანი ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ ანტალიის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ლუქს იახტა ააგეს, რომლის სიგრძე 19 მეტრია და რომელმაც 2 თვის განმავლობაში წარმატებით  გაირა საცდელი ტესტი. ეს იახტა 1,3 მილიონ დოლარად მიეყიდა ავსტრალიელ ბიზნესმენს. მზის ენერგიით დამუხტულ იახტას შეუძლია 20 მილის გავლა და ყოველი შემთხვევისათვის მას სათადარიგო გენერატორიც გააჩნია, გვამცნობს ვათანის მიმოხილველი

ჰაბერთურქის მიხედვით ბრიტანეთში მოქმედმა უმაღლესი განათლების რეიტინგების ორგანიზაცია Times Higher Education-მა 2016-2017 წლების მსოფლიოს უნივერსიტეტების ახალი კლასიფიკაცია გამოაქვეყნა და ყველაზე საუკეთესო 980 უნივერსიტეტს შორის 18 თურქული უნივერსიტეტიც დასახელდა. ამ სიის პირველ ოთხ ასეულში კოჩის, საბანჩის და ბილქენტის კერძო უნივერსიტეტები შევიდნენ. მსოფლიო უნივერსიტეტების სიას ოქსფორდი მეთავეობს, ხოლო მეორე ადგილზე კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტია

 



მსგავსი ინფორმაციები