თურქული პრესა 12.08.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

550542
თურქული პრესა 12.08.2016

მიმოხილვას გაზეთ „საბაჰ“-თ დავიწყებთ, რომლის ცნობითაც, 15 ივლისს,  სამხედრო ფორმა გადაცმული ფეტოს ტერ-ორგანიზაციის (FETÖ)-ს სისხლიანი თავდამსხმელების სამხედრო სამსახურიდან გაწმენდისთვის  მკაცრი გამოძიება იწყება.  ლეიტენატის, კაპიტანის, მაიორის, ვიცე-პოლკოვნიკის ჩათვლით, 37 ათასი ოფიცრის ფაილები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცევა და დაიწყება გამოძიება, რომლის დამთავრებამდე ოფიცრის დაწინაურება შეწყდება. FETÖ-ს ტერ-ორგანიზაციის წევრობის დამამტკიცებელი საბუთის აღმოჩენის შემთხვევაში, უმალვე მოხდება მათი განთავისუფლება.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ის ცნობით, ვიცე ადმირალი მუსტაფა ზექი უღურლუ, რომელმაც აშშ-ისგან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და რომლის შესახებაც გამოთქმული იყო იდეა, რომ 22 ივლისიდან არ ყოფილა სამსახურში, FETÖ/PDY-ს გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ 26 ივლისს სამსახურში იყო. სამსახურში ყოფნის დამამტკიცებელი ფოტოსურათი გავრცელდა ნატოს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდში.

28 ივლისის ინფორმაციით, 26 ივლისს უღურლუ შეუერთდა NATO-ს ნორფოდლიკის შტაბის ინდუსტრიული საკონსულტაციო ჯგუფის შეკრებას.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ის ცნობით, უცხოელმა ინვესტორებმა ვერ დათმეს თურქეთი და მიიღეს გადაწყვეტილება გააგრძელოს 15 ივლისის შემდეგ თურქეთში დაგეგმილი საინვესტიციო გეგმების ცხოვრებაში გატარება. 

158-მა უცხოელი ინვესტორი, 24 მილიარდი დოლარის პროექტისთვის დღეებს ითვლის. ამის შესახებ განაცხადა, თურქეთის პრემიერ-მინისტრის საინვესტიციო მხარდაჭერის და ხელშეწყობის სააგენტოს პრეზიდენტმა არდა ერმუთმა და დაამატა, უფრო მეტიც, პუტჩის შემდეგ, სპარსეთის ყურის ერთ-ერთმა საინვესტიციო ფირმამ, თურქეთში უფრო მეტი ინვესტიციის დაბანდების შესახებ მისცათ შეტყობინება. უცხოელი ინვესტორები უფრო მეტ მონდომებას იჩენენ თურქეთში ინვესტიციების დასაბანდებლად- თქვა მან.

გაზეთ „სტარ“-ის ცნობით,
15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიმართ, თავისი რეაქცია გამოთქვა ცნობილმა მსახიობმა ჟაკლონ ვანდამმაც. მესიჯში გამოთქვა, რომ თურქეთი არის უსაფრთხო სახელმწიფო.  მსახიობმა თავისი ახალი ფილმის ერთ ნაწილში ვიდეო ჩვენებით, გამოთქვა თავისი ნდობა და სიყვარული თურქეთის მიმართ და აღნიშნა:-„კინოფილმ ბოქსიორის გადაღებაზე ვარ, ვწუხვარ თურქეთში მომხდარით, იქ მრავალი მეგობარი მყავს. მინდა ადამიანებთან აზრთა გაზიარება იმის შესახებ, რომ თურქეთი უსაფრთხო ქვეყანაა. ახლო ხანებში კვლავ ვისაუბრებთ. თქვენ ყველას, თქვენს სახელმწიფოს, ოჯახებს და მთელ თურქეთს ჩემი საუკეთესო სურვილები“-აღნიშნულია მესიჯში.

გაზეთ „ჰურრიეთ“-ის ცნობით, კინო სერიალმა სახელწოდებით "Kara Sevda" საერთაშორისო სერიალთა ინდუსტრიის დიდი მოწონება დაიმსახურა. სეულის დრამის 2 სახეობაში სერიალი, ფინალში აღმოჩნდა და წარდგენილ იქნა, საუკეთესო სერიალის კატეგორიაში ჯილდოს კანდიდატურაზე.

საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში მსოფლიოს ცნობილ პირებთან ერთად ფინალში გავიდა ნესლიჰან ათაგული.

 ორგანიზაციის გამარჯვებულები, რომლისთვისაც მიმართვა გაკეთდა 51 ქვეყნის 265-მა პირის მხრიდან, ცნობილი იქნება 8 სექტემბერს სეულში.

 



მსგავსი ინფორმაციები