თურქული პრესა 22.07.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

534954
თურქული პრესა 22.07.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანმა დადებითი შეფასება მისცა ქვეყნის პარლამენტის მხრიდან 3 თვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. მისი კენჭისყრის დროს დადებითი ხმა გამოიყენა 346-მა დეპუტატმა, ე.ი. იგი ხმის უმრავლესობით იქნა მიღებული. “როგორც ქურთულ ტერ ორგანიზაცია პკკ-ას ვებრძვით, ამიერიდან ასევე შევებრძოლებით პუტჩისტებს და ამ ორივე ტერ ორგანიზაციას მთლიანად გავანადგურებთ“, განაცხადა ერდოღანმა, წერს სტარი

“15 ივლისი შეჰიდთა ხსოვნის დღე გახდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას იენი შაფაკში და მასში ვკითხულობთ: მომავალმა თაობებმა რომ არ დაივიწყონ მათი წინაპრების მიერ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების დროს ხალხის მიერ გამოჩენილი თავდადება და გმირობა თავიანთი სამშობლოსადმი და დემოკრატიისადმი, ამიტომაც პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტჩის დღე, 15 ივლისი, ამ დღეს დაღუპულთა, ე.ი. შეჰიდთა დღედ გამოაცხადა და მისი აღნიშვნა მომავალი წლიდან დაიწყება

ჰურრიეთი პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის შეფასებას ეხმაურება და წერს, რომ პრემიერის თქმით იგი შემოიღეს პუტჩისტების სწრაფად გამოვლენა-დაკავების და კიდევ მოულოდნელი თავდასხმების აცილების მიზნით. “ასე რომ, სახელმწიფომ არა ხალხის მიმართ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, არამედ, თვით თავისი თავის წინააღმდეგ, რათა ბოლო მოუღოს პუტჩისტებს“, აღნიშნა პრემიერმა და იქვე დაამატა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში არავითარი ცვლილება არ მოხდება და ყველაფერი კვლავ ნორმალურად გაგრძელდება  

ჰაბერთურქის მიხედვით ე.წ. დემოკრატიის დაცვის მორიგეობა ხალხის მიერ გრძელდება და ქვეყნის დიდ ქალაქებში ყოველ საღამოს იმართება პუტჩის საწინააღმდეგო გამოსვლები. გუშინ, სტამბოლის ეროვნული ნების პლატფორმის ორგანიზებით სამშვიდობო მსვლელობა მოეწყო ბოსფორის სრუტეზე გადებულ ბოღაზიჯის სახელობის ხიდზე, რომელიც 15 ივლისის პუტჩის დღეს სამხედროებმა გადაკეტეს მიმოსვლისათვის და ახლა კი სამშვიდობო მსვლელობისათვის კიდევ ერთხელ გადაიკეტა იგი რა, მსვლელობის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაიფიცეს, რომ ბოლომდის დაიცავენ დემოკრატიულ მონაპოვრებს

საბაჰის ცნობით კი დემოკრატიის დაცვის მორიგეობა დაიწყეს ასევე ხელისუფლების მხარდამჭერმა სამხედრო მაღალჩინოსნებმაც, რომლებიც ასევე ყოველ საღამოს გამოდიან სამშვიდობო მსვლელობებში და ამით პუტჩისტი გენერლების გამო ავტორიტეტ დაკარგული არმიის პოპულარობის ახლიდან აღდგენას ცდილობენ რა, ხალხი დიდი პატივისცემით და სიყვარულით ეგებება მათ მონაწილეობას დემოკრატიის მიტინგებში  


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები