ჩავუშოღლის ინტერვიუ Washington Post-ს

ყველაფერი კონტროლის ქვეშ მოექცა, მაგრამ ვერ იტყვის, რომ საშიშროება, ასი პროცენტით არის თავიდან აცილებული

533677
ჩავუშოღლის ინტერვიუ Washington Post-ს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლიმ ინტერვიუ მისცა გაზეთ Washington Post-ს და აღნიშნა, რომ ფეტოს ტერ-ორგანიზაციის, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ყველაფერი კონტროლის ქვეშ მოექცა, მაგრამ ვერ იტყვის, რომ საშიშროება, ასი პროცენტით არის თავიდან აცილებული. ჯერ ისევ გრძელდება გამოძიება და კანონის ფარგლებში სამუშაოები.

კითხვა:-მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს გააჩნია ძლიერი უსაფრთხოების სტრუქტურა და დაზვერვის სამსახური,  როგორ მოხდა რომ ვერ გაიგეს სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესახებ?  

პასუხი:- საუბარი ეხება დაახლოებულ პირებს, რომელთა იდენტურობის დაზუსტება არც თუ ისე ადვილია. ალბათ ყველამ იცის, როგორ მიაბჯინა შეიარაღებული ძალების უფროსის შუბლზე იარაღი, 8 წლის განმავლობაში მასთან ერთად მომუშავე პიროვნებამ.  უფროსმა არც კი იცოდა, რომ ის კაცი ტერ-ორგანიზაციის წევრია. მათი ვინაობის ამოცნობა ძალიან ძნელია. ჩავუშოღლიმ აღნიშნა, რომ თურქეთი მოკავშირეებისგან ელის ისეთ მეგობრულ გამჭვირვალებას, რომ ასეთი ძნელბედობის პერიოდში შესაძლებელი იყოს მათი ნდობა.

 კითხვა:-აშშ-ი, სადაც ამჟამად იმყოფება გულენი, უგებს თუ არა თურქეთს შეშფოთებას?

პასუხი:-უნდა გაუგონ და მას არ სჭირდება არავითარი მტკიცებულება. ამის შესახებ 20 წუთზე მეტი ესაუბრა ჯონ კერის, რომელმაც აუწყა, რომ ყველაფერი გასაგებია და ფეტოს ჯგუფის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციებს მიიღებს თავიანთი სადაზვერვო სამსახურისგან. გარდა ამისა, საკითხი, ბარაკ ობამას გააცნო პრეზიდენტმა ერდოღანმაც. შესაძლებელია არც იციან რამდენად საშიშს წარმოადგენენ ფეტოელები, იმიტომ, რომ გულენი პენსილვანიაში ცხოვრობს. ამ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ კი, უნდა გაიგონ, რომ გულენი არის ტერ-ორგანიზაციის ლიდერი-თქვა ჩავუშოღლიმ.

კითხვა:-იმ შემთხვევაში თუ აშშ-ი, გულენის ექსტრადაციასთან დაკავშირებით არ შეასრულებს თურქეთის მოლოდინს, როგორ იმოქმედებს მოვლენა თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობაზე?

ჩავუშოღლის პასუხი:-თურქი ხალხის გრძნობები ცნობილია, არ გვსურს მათში წარმოიქმნას აშშ-ის საწინააღმდეგო შეხედულებები. სამწუხაროდ, ერაყის ომის შემდეგ შემცირდა აშშ-ისთვის მხარდაჭერა.  წარსულში ამ ბალანსის  გაწონასწორებისთვის ყველაფერი იღონეს. აშშ-მა უნდა გაიგოს 80 მილიონი თურქი ხალხის გრძნობები. მაინც, თუ ამერიკა  არ გაითვალისწინებს თურქეთის მოთხოვნას, შეუძლებელია არ იმოქმედოს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. ყველაზე საშინელი ტერორისტი, რომლის მიზანშია ამოღებული  თურქეთი, აშშ-ი ცხოვრობს და  ეს მიუღებელია.

კითხვა:- ურთიერთობის დარღვევის შემთხვევაში როგორი იქნება თურქეთის თვითმყოფადობა ტერ-ორგანიზაცია DAEŞ-ის წინააღმდეგ კოალიციაში?

პასუხი:-DAEŞ არის ჩვენი საერთო მტერი. მისი პირველი და მნიშვნელოვანი მიზანია თურქეთი. აშშ-ი თურქეთის მოკავშირეა და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ მასთან ურთიერთობებს.   რეგიონისთვის წარმართავენ მნიშვნელოვან სამუშაოებს. თურქეთმა ინჯირლიღის ბაზა გახსნა აშშ-ის და სხვა მოკავშირეებისთვის. იღწვიან იმისათვის, რომ მშვიდობა დამყარდეს ერაყსა და სირიაში. გააჩნიათ რიგი საერთო მიზნები და ამოცანები-თქვა ჩავუშოღლიმ.



მსგავსი ინფორმაციები