თურქული პრესა 29.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

520530
თურქული პრესა 29.06.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანმა სტამბოლში წუხელ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ტერ ორგანიზაციებისთვის სულ ერთია, რომელ ქალაქში მოაწყობენ ტერაქტებს, ლონდონში, ანკარაში, ბერლინში, იზმირში, ჩიკაგოში თუ სხვაგან, ამიტომაც ყველა სახელმწიფო ერთობლივად უნდა შეებრძოლოს მას. “ეს ტერაქტი რაიმე შედეგის მისაღწევად კი არ არის განხორციელებული, არამედ მხოლოდ უდანაშაულო ადამიანების სისხლისა და ტანჯვის ხარჯზე მსოფლიოში ანტი თურქული პროპაგანდის გაწევას ემსახურება, აღნიშნა ერდოღანმა და კიდევ ერთხელ დაგმო რა ტერაქტი, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტერორს არ გააჩნია არც რწმენა, არც ეროვნება და იგი არც მსხვერპლს ირჩევს, რადგან მისთვის მთავარია სისხლის დაღვრა, ამიტომაც დიდი მსხვერპლის მიუხედავად ბოლომდის გააგრძელებენ ანტიტერორისტულ ბრძოლას.

საბაჰის მიხედვით სტამბოლის ტერაქტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს ინგლისის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ორგანიზაციის დირექტორმა ჯეინ მარიოტმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტის თავჯდომარემ ტომ დოოდმა და აღნიშნეს, რომ სტამბოლის აფეთქების მიუხედავად თურქეთი უსაფრთხო ქვეყანაა და ინგლისელებს შეუძლიათ იქ ტურისტად ჩასვლაც და უშიშრად მოგზაურობაც, განსაკუთრებით კი ანტალიაში და სხვა ტურისტულ ქალაქებში. ამავე განცხადებაში მარიოტი ინგლისის რეფერენდუმის შედეგებსაც ეხება და ამბობს, რომ თურქეთთან ახლო ურთიერთობებს გააგრძელებენ  

ჰაბერთურქი თურქეთის პრემიერ ბინალი ილდირიმის გუშინდელ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი თურქეთის მხრიდან გასული წლის ნოემბერში ჩამოგდებული რუსული გამანადგურებლის დაღუპული პილოტის ოჯახის მიმართ კომპენსაციის გადახდას და ბოდიშის მოხდას ეხება და ამბობს, რომ ანკარას არც ბოდიში მოუხდია და არც კომპენსაციის გადახდა უკისრია, უბრალოდ, ერდოღანმა გაგზავნილ წერილში მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. რაც შეეხება ისრაელთან ურთიერთობების აღდგენას, პრეზიდენტის პრეს სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ ტელ ავივმა ანკარის ყველა მოთხოვნა შეასრულა, მათ შორის ოფიციალური ბოდიშიც მოუხადა და ამიტომ აღადგინეს გაცივებული ურთიერთობები  

იენი შაფაკის პოლიტიკური მიმომხილველის აზრით ინგლისის ევროკავშირიდან გასვლამ სხვა წევრებზეც დომინოს ეფექტი რომ არ მოახდინოს, ამიტომაც ბრიუსელმა რეფერენდუმის შესაძლო მსურველი ქვეყნების დაშინების მიზნით ინგლისზეც და მათზეც ზეწოლები დაიწო რა, ბრიუსელს აგრესიული პოლიტიკის გატარებაში მხარში ამოუდგნენ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებიც. ევროკავშირს ყველაზე მეტად საბერძნეთის, პორტუგალიის და ესპანეთის, ე.ი. ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნების და კიდევ, სულ ბოლოს გაწევრიანებული სლოვაკიის ეშინია, რადგან ამ ქვეყნებში ყველაზე მეტად იმაღლებენ ხმას რეფერენდუმის მომხრეები    

ვათანი წერს, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთის მთავრობამ რამაზან ბაირამობასთან დაკავშირებით 9 დღიანი უქმი დღე გამოაცხადა, სახელმწიფო მოხელეებმა ისარგებლეს ამ შემთხვევით და ისეთ საკურორტო ქალაქებში, როგორებიც არიან ანტალია, ბელექი, ბოდრუმი, სიდე, ქუშადასი, მარმარისი და სხვა, წინასწარ  დაჯავშნეს ადგილები, რამაც რუსი ტურისტების ჩამოუსვლელობის გამო ისედაც კრიზისში მყოფ ტურისტულ სექტორს ოდნავ შვება მისცა  


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები