თურქული პრესა 13.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

509669
თურქული პრესა  13.06.2016

მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაქ“-ით დავიწყებთ რომელშიც ვკითხულობთ: აშშ-ში მსოფლიო ისტორიის ყველაზე სისხლიანი თავდასხმა განხორციელდა. ფლორიდის შტატის ქალაქ, ორლანდოში ერთ-ერთ ღამის კლუბში ტერორისტმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით 50 ადამიანი მოკლა, 53 კი დაჭრა. 29 წლის ეთნიკურად ავღანი ტერორისტი ომარ მატტენი  კი პოლიციასთან შეტაკების დროს მოკლული იქნა. იგი ტერ ორგანიზაცია დეაშის წევრი გახლდათ.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ  თურქეთის მთავრობა ახალი ეკონომიკური პაკეტისთვის ემზადება. პაკეტის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც თურქეთში სახლს იყიდიან ჯერ ბინადრობა, შემდეგ მოქალაქეობა უნდა მიეცეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბაჟო კავშირის შეთანხმება 2017 წელში უნდა დასრულდეს. თურქეთი ამით განსაკუთრებით ირანთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდას ცდილობს.

გაზეთი „ვათანი“ წერს, რომ  თურქეთში 2015 წლიდან მოყოლებული სამოქალაქო ავიაციის სექტორში წლიური ბრუნვა 23,4 მილიარდი დოლარი გახდა. სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის ანგარიშის მიხედვით ბოლო 10 წლის განმავლობაში სამგზავროდ ავიაკომპანიების გამომყენებელთა რიცხვი 200%-ით გაიზარდა. ასევე გაიზარდა დიდი მოცულობის თვითმფრინავებიც.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს მიხედვით  თურქეთი ერაყელებს ვიზას უწესებს, მაგრამ ვიზის აღების მსურველთათვის საკონსულოები და ტურისტული სააგენტოებიც არიან ჩართული,  რათა ვიზის აღების პროცედურები დაჩქარდეს. ტურისტული სააგენტოები ერაყელ ტურისტებისთვის ორივე მიმართულებით ბილეთებს ყიდულობენ და ტურების შესახებ ინფორმაციებს წინასწარ აწვდიან შესაბამის სამსახურებს.   

გაზეთი „ჰურრიეთი“ იტყობინება, რომ  თურქმა მუსიკოსმა ომერ ფარუკ თექბილექმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ბერძენ და სომეხ მუსიკოსებთან ერთად ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. თექბილექის კონცერტი სამი საათს  გაგრძელდა და მან როგორც თურქული ასევე ბერძნული სიმღერები შეასრულა.  

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები