თურქული პრესა 07.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

505750
თურქული პრესა 07.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ლეგენდარული მოკრივის, მუჰამედ ალის, პარასკევს გასამართ დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის გადაწყვტილება მიიღო. ერდოღანი აშშ-ში ხვალ საღამოს გაემგზავრება. თურქეთის პრეზიდენტი მუჰამედ ალის დაკრძალვის ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელ სიტყვას წარმოთქვამს.  

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის გასულ კვირაში აფრიკაში ვიზიტის დროს კრიტიკული მნიშვნელობის შეთანხმებები გაფორმდა. პრეზიდენტ ერდოღანის აფრიკაში ვიზიტის შეფასებისას ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ აფრიკაში ექსპორტი 12 წელიწადში 3 მილიარდიდან 20 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და მიზანი 50 მილიარდი დოლარი გახლავთ. აფრიკაში გასახსნელი თურქული ბანკები კი ვაჭრობის ლოკომოტივის ფუნქციას შეასრულებენ.

აშშ-ში 8 ნოემბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატებისათვის ყველაზე კრიტიკული დღე დაიწყო - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. აქვე ნათქვამია, რომ თუ ჰილარი კლინტონი დღეს რამდენიმე შტატში სასურველ შედეგს მიიღებს, დემოკრატიული პარტიის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება.

„ვათანი“-ს ცნობით, გლობალურმა ბაზრებმა ამერიკის ცენტრალური ბანკით დაინტერესება შეწყვიტეს და ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებაზე მოახდინეს ყურადღების კონცენტრირება. ინგლისში 23 ივნისს გასამართ რეფერენდუმამდე ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის ‘Brexit’-ის მომხრეებმა გამოკითხვაში წინ გაუსწრეს მოწინააღმდეგეებს. ფუნტმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში დოლართან მიმართებაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა და 1.4353-მდე შემცირდა.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერთურქი“-ს ცნობით, 600 ათასი დოლარის ღირებულების მსოფლიოს ყველაზე დიდი ჩაძირული თვითმფრინავი Airbus A300 ქუშადასში ზღვაში ჩაუშვეს. 58 ტონიანი თვითმფრინავის ჩაძირვა სამი საათის მანძილზე მიმდინარეობდა და მისი მეშვეობით ქუშადასი წელს 500 ათასი ტურისტის მისაღებად ემზადება. მყვინთავებს თვითმფრინავის ყველა განყოფილების დათვალიერება შეეძლებათ. იმ რეგიონის განსაკუთრებულობა, სადაც თვითმფრინავი ჩაძირეს, ის გახლავთ, რომ გადმოცემით იქ ზღვაში ღვთისმშობელი შესულა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები