თურქული პრესა 06.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

504843
თურქული პრესა  06.06.2016

მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაქ“-ით დავიწყებთ რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამაზანის დაწყების შესახებ  განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს თვე გაჭირვებულებზე, ჩაგრულებზე დახმარების თვეა. მისივე თქმით რამაზანის მიზანი მხოლოდ შიმშილობა არ არის, არამედ ბევრი ქველმოქმედების გაწევა და გაჭირვებულებზე ხელის გამართვაა.

გაზეთ „ვათან“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: „სომეხ მოქალაქეების კრიტიკა გერმანიას“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ქალაქ ქასთამონუში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა გერმანიის პარლამენტის მხრიდან, 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს. მათ გერმანელი პარლამენტარების ქმედება უზნეობად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება.

გაზეთი „საბაჰი“  იტყობინება, რომ  თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქი „ახალგაზრდა თურქთა სამიტ“-ს დაესწრო და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთი პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით  როგორც რეგიონში,  ასევე მსოფლიოში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ამას კი ბოლო 12-13 წელში მიღწეულმა წარმატებებმა შეუწყო ხელი.

 

გაზეთი „სტარი“  წერს, რომ  რუსეთი თურქეთს ამჟამად არსებული დაძაბულობის დასარეგულირებლად,  გასული წლის 24 ნოემბერს საზღვრის დარღვევის გამო ჩამოგდებული თვითმფრინავის და დაღუპული პილტისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს, მაგრამ იმაზე საერთოდ არ საუბრობს, რომ პკკ-ს მხრიდან რუსული რაკეტებით ჩამოგდებული თვითმფრინავის შედეგად დაღუპული ორი თურქი პილოტის ბოდიშის მოხდაც არის საჭირო.

გაზეთ „ჰურრიეთი“-ს მიხედვით  მიმდინარე წელს საბერძნეთის კუნძულ მისტს და  თურქეთის ქალაქ ანტალიის, ქაშის რაიონს შორის  12-ჯერ ჩატარებულ საერთაშორისო ცურვის ტურნირში 212 მოცურავე მონაწილეობდა. გასული წლის საუკეთესო მოცურავედ დასახელებულმა თურქმა, ნიჰალ ერქალმა წელს უფრო უკეთესი შედეგი აჩვენა და გასულ წელს დაფარული მანძილი, წელს ოთხი წუთით უფრო ადრე დაფარა. ტურნირში მონაწილე წარმატებულ სპორტსმენებს მედლები გადაეცათ.

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები