თურქული პრესა 06.05.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

485257
თურქული პრესა  06.05.2016

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარი“-თ, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიაში (AKP) მიმდინარე კონგრესის პროცესი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც შეაფასა და სისტემის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. ერდოღანმა დავუთოღლუს მხრიდან გაკეთებულ გუშინდელ განცხადებამდე მათ შორის გამართულ პირისპირ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონგრესის ჩატარება თვითონ დავუთოღლუმ შესთავაზა და ისიც უთხრა რომ არჩევნებზე თვითონ კანდიდატი არ იქნებოდა.

გაზეთი „იენი შაფაქი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „AKP-ში პროცესი როგორ განვითარდება” და მასში ვკითხულობთ: თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია მიმდინარე წლის 22 მაისს რიგგარეშე ყრილობას ჩაატარებს, ხოლო მანამდე  პარტიის ლიდერი და პრემიერმინისტრი ისევ აჰმედ დავუთოღლუ იქნება. ყრილობის შემდეგ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყება. ერდოღანი AKP-ს გენერალურ მდივანს, რომელიც ასევე პრემიერმინისტრის თანამდებობასაც დაიკავებს, როგორც პრეზიდენტი მას დაავალებს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას. ამით თურქეთის რესპუბლიკის 65-ე მთავრობა ჩამოყალიბდება, რომელსაც პარლამენტში ნდობის მანდატის მოპოვებაც მოუწევს.

გაზეთი „ვათანი“ წერს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი თურქული კომპანიებისათის დახმარების გაწევას აპირებს, რომლის ფარგლებშიც 800 მილიონ ევროს გამოყოფს. ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობა ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის მოწინავე კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის გამართვასაც აპირებს.  

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ჩრდილოეთ ერაყში PKK-მ დიდი მარცხი განიცადა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის გენშტაბმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიში მოამზადა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობისგან მხარდაჭერას მოკლებული ტერ ორგანიზაცია პკკ-მ დიდი მარცხი განიცადა. ჩრდილოეთ ერაყშიც ოპერაციების შედეგად მათი მრავალი საბრძოლო მასალა და საარსებო წყაროები განადგურდა. პკკ-მ თურქეთის შეიარღებული ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად ასევე პროფესიონალი კადრებიც დაკარგა, წერს ჰაბერ თურქი.  

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ  თურქეთის პრეზიდენტის ინსტიტუტის ეგიდით სტამბოლის ჩექმექოის რაიონის მერიის მხრიდან „შემწყნარებლობა და სამართლიანობა“ სახელწოდების მოკლე მეტრაჟიანი  ფილმების კონკურსი იმართება. კონკურსში 20 ქვეყნიდან 520  ფილმი იღებს  მონაწილეობას რა, ჟიურის წევრების მიერ შერჩეული 20 ფილმი უკვე გავიდა ფინალში. კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი 8 მაისს სტამბოლში გაიმართება, რომლის ცერემონიალს თვით პრეზიდენტი ერდოღანიც დაესწრება.  


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები