თურქული პრესა 03.05.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

483148
თურქული პრესა  03.05.2016

მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაქი“-თ დავიწყებთ, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით,  „გულწრფელობის რიგი ახლა ევროკავშირზეა“ და მასში   ვკითხულობთ: როგორც ცნობილია თურქეთის მოქალაქეებისათვის 36 წლის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის უფლებების მოსაპოვებლად ბრიუსელმა ანკარას 72 კრიტერიუმი დაუწესა რა, თურქეთი ბოლო კრიტერიუმსაც დღეს დაამტკიცებს. ამიტომაც მთელი ყურადღება ევროკომისიის მხრიდან ხვალ გამოსაქვეყნებელ ბოლო ანგარიშზეა გადატანილი.  

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც დასავლეთის მხრიდან ირანის მიმართ ემბარგო გაუქმდა, თეირანმა თურქეთს  სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავება შესთავაზა. სტამბოლის სამრეწველო პალატამ საზღვარგარეთის პირველი ვიზიტი ირანის დედაქალაქ თეირანში განახორციელა. მათ იქ ქვეყნის მრეწველობის და ტექნოლოგიის განვითარების მინისტრებთან შეხვედრები გამართეს. მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივად ავტომობილის წარმოების იდეაც წამოაყენეს, რომელიც დროულად უნდა იქნას განხილული და განხორციელებული.  

გაზეთი „ჰაბერ თურქი“  წერს, რომ  ბავშვების კეთილ ზღაპრულ გმირად მიჩნეული ქელოღლანი თურქეთის კულტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში, ფრანგი მწერლის ჯუდი ლიბერმანის მხრიდან ხელმეორედ უნდა იქნას დაწერილი. იგი ქელოღლანის ზღაპრებთან ერთად სხვა ხუთ თურქულ ზღაპარსაც მოამზადებს და შემდეგ მოკლე მეტრაჟიანი ვიდეოების სახით იქნება გადაღებული რა, სოციალურ ქსელებში „ანატოლიის ზღაპრების“ სახელწოდებით განთავსდება.

გაზეთი „ჰურრიეთი“ იტყობინება, რომ   ამერიკელმა  მუსიკის ვარსკვლავმა  ბიონსემ  „Lemonade“ სიმღერით და ამავე სიმღერაზე გადაღებული კლიპით, კიდევ ერთხელ მიიქცია დიდი  ყურადღება, განსაკუთრებით კი თურქების, რადგან ამერიკელი მომღერალი ამ კლიპში თურქი დიზაინერის, მილკა ქარააღაჩლის მხრიდან დამზადებულ ბეჭედს იყენებს და ეს ის  ბეჭედია, რომელიც უფრო ადრე კიდევ ერთმა ცნობილმა მომღერალმა, მადონამ გამოიყენა.

გაზეთი „ვათანი“-ს მიხედვით  FIFA-ს ლიცენზირებული თურქი მსაჯი ჯუნეით ჩაქირი „რიო 2016“-ის ოლიმპიადაზე მამაკაცებს შორის გამართულ ფეხბურთის მატჩში მსაჯობას გასწევს. ამით ჩაქირს მსოფლიოსა და ევროპის მატჩების შემდეგ ოლიმპიადებზეც მსაჯობის უფლება მიეცემა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები