თურქული პრესა 27.04.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

479162
თურქული პრესა 27.04.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის ვიცეპრემიერმა მეჰმეტ შიშექმა განაცხადა, რომ თურქი მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ივნისში დაწყების მიზნით ბრიუსელის მხრიდან ანკარისათვის საშინაო დავალების სახით  მიცემულ კრიტერიუმებს მაისის თვის დასაწყისში განახორციელებენ და ამით თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ერა დაიწყება  

იენიშაფაკი წერს, რომ თურქეთი ამ კვირაში ე.წ. კუთულ ამარეს გამარჯვების კვირეულს ზეიმობს. ეს არის პირველ მსოფლიო ომში თურქების მხრიდან ჩანაქკალეს ბრძოლის შემდეგ მოპოვებული ყველაზე დიდი გამარჯვება. კუთულ ამარე ერაყში მდებარეობს და იმ დროს ოსმანეთის ტერიტორიებში შედიოდა რა, ამ ბრძოლის დროს თურქებმა სასტიკად დაამარცხეს ინგლისის ჯარები, ათასობით მოკლულის გარდა ტყვედ აიყვანეს 13 ათასზე მეტი ინგლისელი სამხედრო, მათ შორის 6 გენერალი და 476 ოფიცერი, ხაზს უსვამს იენი შაფაკი

ჰურრიეთის კორესპონდენტი ბერლინიდან იუწყება, რომ გერმანელი კომიკოსი მსახიობი ბოჰმერმანი თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მისამართით ტელევიზიაში შეურაცხმყოფელი ლექსის წაკითხვის გამო სასამართლოზე წარსდგება და დამნაშავედ გამოცხადების შემთხვევაში მას სასჯელი ამ ქვეყნის სისხლის სამართლის 103-ე მუხლით შეეფარდება. გერმანიის მთავრობის მხრიდან გაცემული სპეციალური თანხმობის შემდეგ ქალაქ მაინცის პროკურატურამ  ეს საქმე უკვე წარმოებაში მიიღო და ახლა თურქეთიდან ერდოღანის ადვოკატის ჩასვლას ელიან

ჰაბერთურქის ცნობით თურქული ენის ინსტიტუტი “თურქული ენის დიალექტების ატლასის“ მომზადებისათვის ემზადება და ამ მიზნით თურქული ენის სპეციალისტები ბალკანეთიდან დაწყებული ახლო აღმოსავლეთით, კავკასიით და შუა აზიით დამთავრებული 9 ათასამდე დასახლებას ეწვევიან და ჩაიწერენ რა თურქულ ენის სხვადასხვა დიალექტებზე მოსაუბრე ხალხების მეტყველებას, ასე მოამზადებენ თურქული ენის დიალექტების ატლასს

“მადამ ტუსო სტამბოლს შემოდგომაზე ეწვევა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ვათანში და მასში ვკითხულობთ: მსოფლიოს ყველაზე განთქმული მადამ ტუსოს სახელობის ცვილის ქანდაკებების მუზეუმი სტამბოლში გამოფენას შემოდგომაზე, ბეოღლუში მოაწყობს და მასზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიო ისტორიის, პოლიტიკის, ხელოვნების და სპორტის ყველაზე განთქმული 60 პირის ცვილისგან გაკეთებული ქანდაკება, მათ შორის ათათურქის, რონალდოს, ბრეტ პიტის, ანჯელინა ჟოლის და სხვათა ქანდაკებები, წერს ვათანი


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები