თურქული პრესა 26.04.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

478310
თურქული პრესა  26.04.2016

მიმოხილვას გაზეთ „სტარი“-თ დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ:  გუშინ თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის  54-ე წლისთავი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს თავჯდომარემ ზუჰთუ არსლანმა სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა, რომ ტერორიზმისადმი მხარდაჭერა თავისუფლება არ არის. არსლანმა ასევე სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ტერმინების საზღვრები ძალიან ფართოა, ამიტომ ტერორიზმისადმი მხარდაჭერა არ შეიძლება მის საზღვრებში მოექცეს.

გაზეთ „იენი შაფაქ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „აფრიკიდან თურქეთს მადლობა“ და მასში ვკითხულობთ: აფრიკელმა მიგრანტებმა თურქეთის დროშებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კეიპტაუნში შეიკრიბნენ და თურქეთის და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამადლობელო ბანერები გაშალეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ თურქეთი და ერდოღანი ყოველთვის ჩაგრულების გვერდით დგანან და ისინი  მუსლიმანური ქვეყნებისთვის ძალიან კარგი მაგალითები არიან.  

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ  გასულ წელს ანტალიაში გამართულმა G20-ს სამიტმა რეგიონის ტურიზმის სექტორიც გამოაცოცხლა. სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთის განკუთვნილი ვილა ახლო აღმოსავლეთის რეჟისორებისთვის, რომლებიც სერიალებს იღებენ, გადასაღებ მოედნად გადააქციეს. აღნიშნულ ადგილზე სერიალის და ფილმების გადასაღებად იორდანიის, საუდის არაბეთის, ლიბიის და სხვა ქვეყნების რეჟისორები რიგში არიან ჩამდგარი. რეგიონი ასევე არაბი ტურისტების ყურადღების ცენტრშიც არის მოქცეული.  

გაზეთი „ჰურრიეთი“ იტყობინება, რომ    სტამბოლში  კლასიკური ავტომობილების საგაზაფხულო გამოფენა  გაიმართა. 23 აპრილს დაწყებული გამოფენა, რომელშიც 100-მდე ავტომობილი იღებდა მონაწილეობას, ორ დღეს გაგრძელდა და სტუმრებს ნოსტალგიური გარემო შეუქმნა.

გაზეთი „ვათანი“  წერს, რომ  ნობელის პრემიის ლაურეატი,  თურქი მეცნიერი, პროფესორი აზის სანჯარი ნიჭიერი ბავშვების ასოციაციის ორგანიზებით დაგეგმილ სიმპოზიუმზე შეხვედრის გამართვას აპირებს. აღნიშნული შეხვედრა 22 მაისს სტამბოლში ილდიზ ტექნიკ უნივერსიტეტში უნდა გაიმართოს. აზიზ სანჯარი მათ ლექციას ჩაუტარებს და მნიშვნელოვან დარიგებებს მისცემს.    


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები