თურქული პრესა 25.04.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

477531
თურქული პრესა  25.04.2016

მიმოხილვას გაზეთ „ვათანით“ დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: რუსულმა სამხედრო გემმა, ალექსანდრ ოტრაკოვსკიმ, რომელიც შავი ზღვიდან მარმარილოს ზღვის მიმართულებით გადაადგილდებოდა,  ბოსფორის სრუტეში გავლის დროს  თურქული დროშით მიცურავდა, რაც თურქეთისადმი კეთილ ჟესტად აღიქვა.

გაზეთი „იენი შაფაქი“ იუწყება, რომ  ისრაელის ანტიტერორისტული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 მარტს სტამბოლში განხორციელებული ტერაქტის, რომელსაც სამი ისრაელის და ერთი ირანის მოქალაქე შეეწირა, მიზანი თურქეთის ტურიზმზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა იყო. ჩატარებული ძიებით დადგინდა, რომ დეაშის ტერორისტები მთელი ერთი თვის განმავლობაში სპეციალურად ისრაელის მოქალაქეებს აკვირდებოდნენ, რათა ტერაქტი სწორედ მათ მიმართ განეხორციელებინათ.    

გაზეთი „საბაჰი’-ს მიხედვით  სტამბოლში, ჯანდაცვის სფეროში, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის  სამიტი უნდა გაიმართოს, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციებიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას. აღნიშნული სამიტი თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას დაქვემდებარებული ქვეყნის პოპულარიზაციის სამმართველოს მხარდაჭერით უნდა გაიმართოს. სამიტი ხვალ იწყება და ორ დღეს გაგრძელდება რა, მას ოცამდე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.



გაზეთი „სტარი“ იტყობინება, რომ  კანადაში, არაბი აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით „მადლობა თურქეთს“ სახელწოდების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებამ პირველ რიგში სირიელი მიგრანტებისათვის და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უმწეო ხალხისათვის გაწეული დახმარებისათვის თურქეთს ყველამ ერთ ხმად მადლობა გადაუხადა, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს, ხოლო თურქეთმა კი სირიელებისთვის ყოველთვის ღია კარის პოლიტიკა გაატარა.   

გაზეთი „ჰაბერ თურქი“ წერს, რომ  თურქეთის ავიახაზებმა (THY)  ქალი პილოტების დასაქმებაშიც რეკორდი დაამყარა. მან პირველი ქალი პილოტები ჩიკაგო-სტამბოლის რეისების განმხორციელებელ თვითმფრინავებზე აიყვანა. ათი წლის წინ  მათი რიცხვი  მხოლოდ 10 უცხოელი, მთლიანობაში 100 ქალი იყო, ამჟამად კი თურქეთის ავიახაზებში 4429 ქალი პილოტი მუშაობს და მათგან 765 უცხოელია.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები