თურქული პრესა 21.04.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

475241
თურქული პრესა 21.04.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ აღნიშნული გაზეთისთვის სტატია დაწერა რომელშიც ნათქვამია: „600 წელზე მეტია დიპლომატიური კავშირების მქონე პოლონეთსა და თურქეთს გამონაკლისი მეგობრობა აკავშირებს. მე-19 საუკუნეში 1831 წლის ნოემბრის ამბოხის შემდეგ ადამპოლში ანუ პოლონეზქოიში პოლონელი სამხედროების შეფარებისათვის თურქეთმა უსაფრთხო ადგილი შექმნა. პოლონელებს ეს თანადგომის ჟესტი დღესაც ახსოვთ და დღესაც აღფრთოვანებით ვუყურებთ როგორ იფარებს თურქეთი მილიონობით სირიელს. სირიის კრიზისის მოგვარებისათვის ევროკავშირის რეგიონალურ ნდობის ფონდში (MADAD) წელს 3 მილიონი ევრო გადავრიცხეთ. ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით 18 მარტს მიღწეულ შეთანხმებას ფინანსურ მხარდაჭერას ვუწევთ. ძველ მეგობარ თურქეთთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად რეგიონში სტაბილურობის ისევ დამყარებისათვის რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ.“

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ყირიმელ თათართა ლიდერმა მუსტაფა აბდულჯემილ ქირიმოღლუმ რუსეთის მიერ ყირიმში გატარებულ დევნის პოლიტიკასთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა გაზეთ „იენი შაფაკ“-ს. მისი თქმით, რუსმა პოლიციამ 2 წელიწადში 200-ზე მეტი სახლი, მეჩეთი და სკოლა გაჩხრიკა და დაამატა: „ვერ ვისაუბრებთ დემოკრატიულ თავისუფლებაზე. ყველაფერი რუსეთის კონტროლით ხდება. რუსული ოკუპაციის შემდეგ ცხოვრება ჩვენი თანამემამულეებისათვის ჯოჯოხეთად გადაიქცა. ქირიმოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ყირიმელ თათართა მეჯლისი „ექსტრემისტული საქმიანობის“ გამო დახურა და დაამატა: „რუსეთი ჰიტლერის მსგავსად ვინც რა არ უნდა თქვას, იმას აკეთებს, რაც მას სურს. მეჩეთებშიც კი მოსასმენი აპარატები დაამონტაჟეს. ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მანძილზე ადამიანის უფლებების დაცვა შეუძლებელი იქნება.“

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, სლოვაკეთის პრემიერი რობერტო ფიკო, რომელიც მიგრანტებისა და მუსლიმების მოწინააღმდეგეა, მუსლიმმა ექიმმა განკურნა. პრემიერი ერთი კვირის წინ გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმი გახლდათ წარმოშობით ტუნისელი მონგი მსოლი, რომელმაც სწავლა 1980 წელში დაასრულა ჩეხოსლოვაკიაში და ქვეყნის გაყოფის შემდეგ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დარჩა. ცნობილი კარდიოლოგი ამავდროულად გულის-სისხლძარღვთა დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის გენერალური დირექტორიც გახლათ, სადაც პრემიერმა მკურნალობა გაიარა.

გაზეთი „მილიეთი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ჰოლანდიაში თურქი ახალგაზრდა გმირად გამოაცხადეს“, რომლის თანახმადაც ჰოლანდიის ქალაქ ნაიმეგენში პოლიცია მადლობის გადასახდელად წარმოშობით თურქ ქემალ აბიშს ეძებეს, რადგანაც თვითმკვლელობის მიზნით რკინიგზაზე დამდგარი ახლაგაზრდა ქალი ბოლო მომენტში აბიშმა გადაარჩინა და იგი პოლიციამ და ჰოლანდიის მედიამ გმირად შერაცხა.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ ვეჰბი კოჩის სახელობის პრემია წელს ადამიანის ტვინთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების გამო პროფესორ ქამილ უღურლუს გადაეცა. პროფესორმა ადამიანის ტვინის მუშაობის გამოსაკვლევად მაგნიტური რეზონანსის გამოყენებით ახალი ტექნოლოგიები შექმნა. პროფესორის კვლევები ალცჰაიმერის, დეპრესიის მსგავსი მრავალი დაავადების მიზეზების დადგენის და პრობლემის აღმოფხვრის საშუალებას იძლევა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები