თურქული პრესა 20.04.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

474448
თურქული პრესა 20.04.2016


მიმოხილვას გაზეთ „ჰაბერ თურქი“-თ დავიწყებთ, რომელშიც ყურადღება დავუთოღლუს ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ სხდომაზე გამოსვლაზეა გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ გუშინ ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ სხდომაზე საერთაშორისო ამინისტიის საბჭოს ანგარიშს გასცა პასუხი, რომლის მიხედვითაც თუთქოს და თურქეთი სირიელ ქალებს თავიანთ სამშობლოში აბრუნებს. “დღეს კაცობრიობის გამოცდა რომ ჩატარდეს ამ გამოცდის ღირსეულად ჩამბარებელი ერთადერთი ქვეყანა თურქეთი იქნება. თურქეთში 152 ათასი სირიელი ბავშვი დაიბადა. მაშინ, როდესაც თურქეთი 3 მილიონამდე სირიელს იფარებს, 300 ადამიანის შეფარვა უნდა გაუჭირდეს?“-განაცხადა დავუთოღლუმ.

გაზეთი „იენი შაფაქი“ წერს, რომ პრემიერმინისტრს დაქვემდებარებული კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების სამმართველომ მიგრანტთა სამოქმედო გეგმა მოამზადა. აღნიშნული გეგმა ევროსაბჭოს მხრიდან სამი მილიარდი ევროს გადმორიცხვის შემდეგ უნდა ამოქმედდეს. ევროსაბჭოს მიერ გადმორიცხული თანხა მიგრანტების განათლებაში, ჯანდაცვაში და სხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობაში უნდა დაიხარჯოს. აღნიშნული საკითხი მიმდინარე კვირის ბოლოს ქალაქ გაზიანთეფში ჩასულ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის, ევროსაბჭოს თავჯდომარის დონალდ ტუსკის და სხვა ევრო საბჭოს ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტის დროსაც უნდა იქნეს განხილული.

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ სტამბოლ-იზმირის დამაკავშირებელი იზმირის ყურის ხიდის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა. აღნიშნული ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ სტამბოლ-იზმირს შორის გზის გავლა 3,5 საათში გახდება შესაძლებელი. აღნიშნული ხიდის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და მისი სიგრძე 2682 მეტრი იქნება. ხიდის ბოლო ფილის ჩასმას პრეზიდენტი ერდოღანიც უნდა დაესწროს.

გაზეთი „საბაჰი“ იტყობინება, რომ თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში გამართულ 28-ე საერთაშორისო ბავშვთა და ახალგაზრდულ სამხატვრო კონკურსში 18 ქვეყნიდან 4200-მა პროექტმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ კონკურსში ოქროს მედალი ემირ დემირჯიოღლუმ მიიღო. მან პროექტში ტექნოლოგიით მიღწეული შედეგების და მისი ადამიანის გრძნობებზე ასახული რეალობის ამსახველი პროექტი დაამზადა.

გაზეთ „სტარ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ზეთისხილის ზეთი“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ქალაქ იზმირის სეფერლიჰისარის რაიონში 1200 წლოვანი ზეთის ხილის ხეზე დაკრეფილი ნაყოფისგან დამზადებული ზეთისხილის ზეთი აუქციონის წესით გაიყიდა. აღნიშნული ნაყოფისგან დამზადებული 129 ლიტრი ზეთი 17 ათას 700 ლირად გაიყიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები