თურქული პრესა 18.04.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

473062
თურქული პრესა 18.04.2016

გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ მეჯლისში ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით ამ კვირას გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ხელშეუხებლობის დოკუმენტის სასამართლოში გადაგზავნის და რწმუნებულებისთვის შეხების შესაძლებლობის მცნობი საკონსტიტუციო ცვლილების წინადადების განხილვა მოხდება ამ კვირას, თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისზე.

გენერალური საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების ტექსტის, რომელსაც ხელს აწერს Ak პარტიის 316 პარლამენტარი, შეხვედრებიც​, გათვალისწინებულია წინამდებარე კვირას.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ის ცნობით, ევროპისბირთვულიკვლევებისცენტრის (CERN) ზოგი ნაწილაკების დამაჩქარებლების კვლევით საქმიანობაში თურქულ კვლევით ცენტრთან, დადგა უკანასკნელი ეტაპი. ამის შესახებ განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორ ომარ იავაშმა.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ აშშ-ში ყველა მის შესახებ საუბრობს. 32 წლის თურქ მეცნიერს ჯანან დაღდევირენს, მსოფლიოს მნიშვნელოვანი მეცნიერული ცენტრის მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტიდან პროფესორობის შეთავაზება მოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა მიმართვა, მან მიიღო წინადადება და იანვრის თვიდან დაიწყებს ამ წოდებით მუშაობას.

დაღდევირენი, არჩეულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალგაზრდა აკადემიკოსთა კანდიდატად. იგი შესული იყო სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალების, ახალგაზრდა მეცნიერ-გამომგონებელთა რიგებში.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ ოსმანეთის და რესპუბლიკის პერიოდის უნიკალური ექსპონატების გაყიდვა მოეწყო სტამბოლში, აუქციონის გზით და მისდამი დიდი დაინტერესება გამოიჩინეს ადგილობრივმა და უცხოელმა მოქალაქეებმა.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს თოფკაფის სასახლის ნივთებმა. ხელთ ნაწერი ყურანი გაიყიდა 180 ათას ლირად, ოსმანელი ფადიშაჰებიდან მაჰმუდ მეორის ბერათი შერიფს მყიდველი გამოუჩნდა 12 ათას ლირად.

გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს, რომ დღეს იწყება
226 ათას 750 დოლარი ჯილდოს მქონე, TEB BNP Paribas სტამბოლის საერთაშორისო ქალთა ჩოგბურთის ტურნირი. თურქი ჩოგბურთელების მონაწილეობით ჩატარებული ტურნირი დასრულდება 24 აპრილს ფინალური მატჩით.

TEB BNP Paribas-ის მამაკაცთა ტურნირი დაიწყება 25 აპრილს, ორშაბათს და დასრულდება პირველ მაისს, კვირას ფინალური მატჩით.



მსგავსი ინფორმაციები