თურქული პრესა 13.04.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

470075
თურქული პრესა 13.04.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თურქეთის 2016 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3,2%-დან 3,8%-მდე გაზარდა. სსფ-ის განცხადებით, მინიმუმ ხელფასის 1300 თურქულ ლირამდე გაზრდა მოხმარების გაზრდას დაუჭერს მხარს და ნავთობის დაბალ ფასებთან ერთად ევროზონის ეკონომიკის საფეხურებრივად გაუმჯობესებამ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკების მსგავსად თურქეთზეც დადებითი გავლენა მოახდინა. თურქეთის ეკონომიკა 2015 წელში პროგნოზირებადზე მეტად 4%-ით გაიზარდა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, Global Muslim Travel Index 2016-ის მიხედვით, თურქეთი ერთ-ერთია ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე პოპულარული 10 ქვეყნიდან. სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით თურქეთმა 73,9 ქულით მალაიზიის (81,9) და გაერთიანებული არაბული საემიროების (74,7) შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა. „ისლამური ეკონომიკური ანგარიშის“ მიხედვით, თურქეთი 110 მილიარდი დოლარით ყველაზე მაღალი კვების ხარჯების მქონე რიგით მეორე ქვეყანაა.

გაზეთი „სტარი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ისრაელმა თავის ისტორიაში პირველად იყიდა ბოსტნეული თურქეთისგან“, რომლის თანახმადაც, წლიურად 45 მილიონი ტონა ბოსტნეულის წარმოებით გლობალური ბაზრის მოთამაშე თურქეთმა ისრაელიდან ბოსტნეულის შეძენის მოთხოვნა მიიღო. ისრაელი, რომელიც განსაკუთრებულად ბევრ პილპილს მოიხმარს, თავის ისტორიაში პირველად ამ სეზონზე შეიძენს ბოსტნეულს თურქეთისაგან. ბოსტნეულის მოსაყვანად საკმარისი რაოდენობის ტერიტორიის არ მქონე ისრაელი ბოსტნეულზე მოთხოვნილების დაახლოებით 40%-ს თურქეთიდან შეძენილი ბოსტნეულით დააკმაყოფილებს. უკვე ოთხი თვეა ისრაელი თურქეთში სატოლმე პილპილს, მწარე პილპილს, წითელ პილპილს და ჩარლსტონის სახეობის პილპილს ყიდულობს.

23-ე სტამბოლის ჯაზის ფესტივალის ბილეთების გაყიდვა 16 აპრილს დაიწყება - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. ფესტივალი, რომელიც 27 ივნისიდან 23 ივლისამდე ჩატარდება, წელსაც ჯაზის ცნობილ წარმომადგენლებს და თანამედროვე მუსიკის ვარსკვლავებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში სტამბოლის ანატოლიის მხარეს „ღამის გასეირნება“ და უფასო ღონისძიებები „ჯაზი პარკებში“ გაიმართება.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, სტამბოლის ვოდაფონ არენზე გამართულ პირველ მატჩზე ბეშიქთაშის გულშემატკივრებმა დეციბელის რეკორდი დაამყარეს. 2007 წელში ბეშიქთაშსა და ლივერპულს შორის ინონუს სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩზე ხმის გაზომა მოხდა, რომლის დროსაც ბეშიქთაშის ფანებმა 132 დეციბელის რეკორდი დაამყარეს. ხმის გაზომვა მოხდა ბურსასპორთან გამართულ შეხვედრაზეც, რა დროსაც ბეშიქთაშის ფანებმა წინა რეკორდი მოხსნეს და 135 დეციბელით ახალი რეკორდი დაამყარეს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები