თურქული პრესა 12.04.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

469364
თურქული პრესა 12.04.2016


მიმოხილვას გაზეთ „ვათანი“-თ დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: ტერ ორგანიზაცია პკკ-ა თურქეთის სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში წარმოუდგენელი მეთოდებით განაგრძობს ვერაგულ თავდასხმებს. ქვეყნის შეიარაღებული ძალები კი ტერორისტების მუხანათურ გეგმებს ებრძვიან. ტერორისტები ორმოებში წმინდა ყურანებში და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებში ჩამონტაჟებულ ხელნაკეთ ბომბებს აწყობენ, რომლებსაც შემდეგ სამხედროების მიახლოებისას დისტანციური მართვის პულტით აფეთქებენ.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“ წერს, რომ ევროკავშირი თურქეთს სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში საზღვრის გასწვრივი ტერიტორიების ნაღმებისგან გასუფთავების მიზნით მატერიალურ დახმარებას გაუწევს. აღნიშნული პროექტი თურქეთ-სომხეთ და ირანის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე წლის აპრილის თვის ბოლოს დაიწყება და 2017 წლამდე გაგრძელდება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად მთლიანობაში 106 მილიონი დოლარი უნდა გამოიყოს და ამ თანხიდან 80 მილიონს ევროკავშირი გამოყოფს.

გაზეთი „ჰურრიეთი“ იუწყება, რომ თურქეთმა გერმანელი კომიკოსის ჟან ბოჰმერმანის მიმართ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცყოფის გამო დასჯის მიზნით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური საჩივარი შეიტანა. გერმანიის კანონმდებლობის 103 მუხლის მიხედვით უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაურისათვის შეურაცყოფის მიყენება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 104 მუხლში კი მითითებულია, რომ მსგავს შემთხვევაში საქმის აღძვრისათვის საჭიროა ოფიციალური განაცხადის შეტანა და თურქეთის მხარემაც სწორედ ამ კანონის ფარგლებში გერმანელი კომიკოსის ჟან ბოჰმერმანის გასაჩივრებისათვის გერმანიის საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში განაცხადი შეიტანა.

გაზეთი „საბაჰი“ იტყობინება, რომ სირიის საკითხის მოგვარების მცდელობები გრძელდება რა, მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გარკვეული პერიოდით ირღვევა კიდეც, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ყველაზე მეტად ბავშვები გაახარა. გართობას მონატრებული ბავშვები ნანგრევებში ცდილობენ, რომ ყველაფერი დაივიწყონ და ნაწილობრივ მაინც გაერთონ. მეორეს მხრივ ასადის ძალები რუსეთის მხარდაჭერით ქალაქ ალეპოში ოპერაციებისთვის ემზადებიან, რის გამოც შიშობენ, რომ ოპერაციების დროს ისევ სამოქალაქო პირები დაიღუპებიან და ლტოლვილთა ახალი ნაკადი გაჩნდება.

გაზეთი „იენი შაფაქი“ წერს, რომ ტერ ორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აშშ-მ ერაყში 400-მდე სამხედრო მრჩეველი გააგზავნა. ერაყის საინფორმაციო საშუალებების ცნობით აშშ-ს უსაფრთოხების სამსახურის შვიდმა წევრმა ტერ ორგანიზაციის მთავარი მეთაურებიდან ებუ აჰმედ ელ ალვანისთან ფარული შეხვედრა გამართა. ერაყელი სპეციალისტები ასევე ვარაუდობენ, რომ ამერიკამ ალ-ქაიდას განადგურებისთვის ბაასელები უნდა დააშოროს დეაშელებს, რითაც შეეცდება თავისი მიზნის მიღწევას.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები