თურქული პრესა 11.04.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

468557
თურქული პრესა 11.04.2016


თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ მილლიეთში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ, სტამბოლში, საზეიმოდ გაიხსნა საფეხბურთო კლუბ ბეშიქთაშის სტადიონი “ვოდაფონე არენა“ და გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტმა ერდოღანმა, პრემიერმა დავუთოღლუმ, მინისტრებმა, პარლამენტარებმა, სპორტსმენებმა და სხვა კლუბების ხელმძღვანელებმა. ამ ახალ სტადიონზე პირველი ბურთის გაგორების უფლება ერდოღანს მიეცა, რომელმაც პასი პრემიერს მიაწოდა, ხაზს უსვამს მილლიეთი

იენი შაფაკი იუწყება, რომ ანკარა წითელი ბიულეტენით ძებნილი 350-მდე ქურთი ტერორისტის ექსტრადაციას მოსთხოვს ევროპას, რომლის მრავალი ქვეყანა აგერ ათეულობით წლებია რაც თურქეთს უარს ეუბნება ხსენებული ტერორისტების დაბრუნებაზე. ანკარა ამჯერად იმედიანად არის განწყობილი, რადგან, გასულ თვეში შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ ერთხმად გამოტანილი განაჩენით გერმანიის პოლიციას გადასცა წითელი ბიულეტენით ძებნილი ტერორისტი მეჰმეტ იეშილჩალი და ახლა ეს მაგალითი გახდება სხვა ტერორისტების ექსტრადიციისათვისაც, იმედს გამოთქვამს იენი შაფაკი

“PKK-ს ტერორისტებმა კიდევ 1 სკოლა გადაწვეს“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს ჰურრიეთი და მასში ვკითხულობთ: გუშინ, ქურთმა ტერორისტებმა ვანის ოლქის ედრემითის რაიონის სოფელ ქინიასში სამსართულიან სკოლას აალებადი ბოთლები ესროლეს და გადაწვეს. სანამ მეხანძრეები მოვიდოდნენ, მანამდის სკოლის შენობის ერთი ნაწილი გადაიწვა და მთლიანობაში 200 ათასი ლირის ოდენობის ზარალი მიეყენა

ჰაბერთურქი ეკონომიკის გვერდზე იუწყება, რომ ქალაქ დიარბაქირიდან პირველი უცხოური ფრენა ერაყის ქალაქ ერბილში გუშინ განხორციელდა და თურქეთის საჰაერო ფლოტის, THY-ს კუთვნილმა თვითმფრინავმა 71 მგზავრი ჩაიყვანა ხსენებულ ქალაქში. ამიერიდან დიარბაქირ-ერბილს შორის რეისები კვირაში სამჯერ განხორციელდება, წერს ჰაბერთურქი

და ბოლოს ვათანი იტყობინება, რომ კომფორტული იახტების გამოფენა "Yacht Show Eurasia" სტამბოლის თუზლას ნავსადგურში მომავალ თვეში, კონკრეტულად კი 5-10 მაისს შორის მოეწყობა და მასზე გამოფენენ როგორც ახალ, ასევე მეორე ხელის ლუქს იახტებს. ამ გამოფენაზე სულ 200-მდე იახტა გამოიფინება, რომელთა სიგრძე 3 მეტრიდან დაწყებული 40 მეტრამდე იქნება და მასზე ათასობით უცხოელ იახტის მოყვარულებსაც ელიან, წერს ვათანი


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები