თურქული პრესა 31.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

461842
თურქული პრესა 31.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ პარასკევს დიარბაქირში გაემგზავრება. დავუთოღლუ დაბა სურში ოპერაციების დასრულების შემდეგ რეგიონს დაათვალიერებს და მიმდინარე მოვლენების შესახებ მას ინფორმაციას მიაწოდებენ. დავუთოღლუ ასევე გაეცნობა ურბანიზაციის გეგმებს, სურში რესტავრაციის და რეაბილიტაციის პროცესს და ამისათვის გაწერილ სამოქმედო გეგმას.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთში ახალი მობილური კავშირგაბმულობის პერიოდი იწყება. თურქეთი დღეს ღამით 00.01 საათიდან 3G-დან, 4.5G-ზე გადადის, რომლითაც ინტერნეტი 10-ჯერ უფრო სწრაფი გახდება.

გაზეთ „იენ შაფაკ“-ში გამოქვეყნებულია სტატია სახელწოდებით „მზა ტანსაცმლის სექტორი რეკორდისკენ მიდის“, რომლის მიხედვითაც თურქეთში მოთხოვნა მზა ტანსაცმელზე დღითიდღე უფრო იზრდება. სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მზა ტანსაცმლის ექსპორტის 5-6%-ით და შიდა ბაზრის კი 8-9%-ით ზრდა მოხდება. მზა ტანსაცმლის სექტორი 2016 წელში 17,5 მილიარდი დოლარზე მეტი ექსპორტს გეგმავს. რეგიონალური ფაქტორების გაუმჯობესების შემთხვევაში კი სავარაუდო ექსპორტი 20 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

მსოფლიოში ცნობილი ტურისტული ადგილი ალაჩათი მის მსგავსად ბრენდად ქცეული ფესტივალისა და სტუმრების მასპინძლობისათვის ემზადება - წერს გაზეთი „ჰაბერთურქი“. ალაჩათი ბალახის ფესტივალს 7-10 აპრილამდე უმასპინძლებს. ჩეშმეს მერიის მიერ დაწყებული კამპანით, ყველას ალაჩათის ბალახის სურნელით გაჟღენთილი ქუჩების, მომღიმარი სახეების თბილ და გულწრფელ ადამიანებთან ერთად სანახავად ეპატიჟებიან. ფესტივალი, როგორც ყოველ წელს, წელსაც სხვადასხვა ღონისძიებებით ახალ სუნთქვას შეჰმატებს ტურიზმს. ალაჩათის ფესტივალი უკვე ტრადიციულ ზეიმად იქცა.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, იტალიის ქალაქ ფლორენციაში გამართულ „ახლო აღმოსავლეთის კინოფესტივალზე“ წელს „რეტროსპექტივა“ თურქი რეჟისორის იეშიმ უსტაოღლუს ფილმებს დაეთმობა. წელს მეექვსედ გასამართი ფესტივალი 5-10 აპრილამდე ჩატარდება და მასზე ცნობილი რეჟისორის 4 ფილმი იქნება ნაჩვენები.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები