თურქული პრესა 29.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

460460
თურქული პრესა 29.03.2016

მიმოხილვას გაზეთ "ჰურრიეთი"-თ დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში აშშ-ში მიდის. პრეზიდენტს ასევე თურქეთის ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებიც ახლავს, რომელთა მიმართაც მსოფლიოში ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებს დიდი ინტერესი გააჩნიათ. ერდოღანი ხვალ ვაშინქტონში მათთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს და თურქეთში ინვესტიციების ჩასადებად მოიპატიჟებს.

გაზეთი "ჰაბერთურქი" წერს, რომ თურქეთში ახალი მობილური კავშირგაბმულობის პერიოდი იწყება. თურქეთი ორი დღის შემდეგ 3G-დან, 4.5G-ზე გადადის, რომელიც 10-ჯერ უფრო სწრაფია. 4.5G-ს კავშირგაბმულობა როგორც პირად, ასევე ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სფეროშიც ძალზედ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ითვალისწინებს.

გაზეთ "საბაჰ"-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: "სტამბოლის არდადეგების გაუქმებას არ ვაპირებ" და მასში ვკითხულობთ: ტუნისში, ეგვიპტეში, პარიზში, სტამბოლში და ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ გაზეთ Independent-ის თანამშრომელმა, ბენ ჩუმ დაწერა: "მიმდინარე წელს ოჯახთან ერთად არდადეგების სტამბოლში გატარებისათვის დაჯავშვნა წინასწარ გავაკეთე. ბოლო დროს გახშირებული ტერაქტების შემდეგ განა სტამბოლში არდადეგების გატარებას გავაუქმებ? ბან ჩუმ სტატიაში ასევე მიუთითა, რომ ტერორისტები საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ანხორციელებენ და თუ ადამიანები ამ ზეწოლას დაძლევენ, თვით ტქრორისტები დამარცხდებიან. ამიტომ სტამბოლში არდადეგების გაუქმებას არ ვაპირებ, აღნიშნა ბენ ჩუმ.

გაზეთი "იენი შაფაქი" იუწყება, რომ ერთ-ერთი სარეცხი საშუალების ფირმამ 10 ქვეყანაში კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ინგლისში ბავშვები გარეთ პატიმრებზე ცოტა დროს ატარებენ. გამოკითხვა 5-12 წლამდე 12 ათას ბავშვის ოჯახში ჩატარდა. კვლევების მიხედვით ინგლისში ბავშვები დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 30 წუთს ატარებენ გარეთ. ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების მიხედვით კი პატიმარს ჯანსაღი ცხოვრებისათვის სულ ცოტა ერთი საათი ღია სივრცეში გატარება და ვარჯიშები ესაჭიროება. ინგლისი მთავრობა კი ბავშვების ღია სივრცეში დროის გასატარებლად არანაირ ნაბიჯს არ დგამს, წერია კვლევის დასკვნაში.

გაზეთ "სტარ"-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, "საბერძნეთი მიგრანტებს მოქალაქეობას ჰყიდის" და მასში ვკითხულობთ: საბერძნეთი ბოლო შვიდი წელია ეკონომიურ კრიზის განიცდის და ამ კრიზისიდან ნაწილობრივ გამოსვლის მიზნით მიგრანტებს 250 ათასი ევროს სანაცვლოდ მოქალაქეობას აძლევს. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრის მარდასის განცხადებით მთავრობა მიგრანტების ეკონომიკური მდგომარეობის გადახედვას აპირებს და მათ, ვისაც 250 ათასი ევროს თანხა აქვს, ქვეყანაში მცირე ინვესტიციის ჩადებისკენ უნდა მოუწოდოს და მის ფარგლებში საბერძნეთის მოქალაქეობას მისცემს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები