თურქული პრესა 22.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

455762
თურქული პრესა 22.03.2016

მიმოხილვას გაზეთ "ჰურრიეთი"-თ ვიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: 19 მარტს სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის თურქეთის მოქალაქე, 2,5 წლის ასიაც არის, რომელსაც უკვე ტვინის და თვალის ოპერაციები ჩაუტარდა. ტერაქტის შედეგად ასევე დაშავდენ ასიას მშობლებიც, რომლების მდგომარეობა შედარებით უკეთესობისკენ მიდის. ბოლო დროს პატარ ასიას სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი მესიჯები მოსდის, რომლებშიც მას მალე გამოჯამრთელებას უსურვებენ.

გაზეთი "საბაჰი" წერს, რომ მშვიდობისთვის გვერდის ავლით წარმატების მიღწევის მსურველ ქურთების ხალხთა დემოკრატიულ პარტიას (HDP) ქურთმა ხალხმა შესაბამისი პასუხი დიარბაქირში ნევრუზის დღესასწაულზე გასცა. მიუხედავად ტერორგანიზაცია პკკ-ს და HDP-ს ზეწოლისა, ხალხი ნევრუზის აღსანიშნავად მათთან არ მივიდა, მაშინ, როდესაც გასულ წელს იმავე დღესასწაულზე 500 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი, წელს მხოლოდ 15 ათასი შეიკრიბა. ნევრუზის ბაირამის დიარბაქირში აღნიშვნას წინა წლებში როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ჟურნალისტებიც აკვირდებოდნენ, მაგრამ წელს ამ მხრივაც ძალიანი დაბალი დონის დასწრება შეიმჩნეოდა, აღნიშნავს საბაჰი.

გაზეთი "ჰაბერთურქი" იუწყება, რომ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი ბერათ ალბაირაქი თურქეთში ენერგეტიკის სფეროში ჩინური კომპანიების მოზიდვის მიზნით ჩინეთში მიდის. მისი ეს ვიზიტი 25 მარტამდე გაგრძელდება. იგი პირველ შეხვედრებს დედაქალაქ პეკინში ქარის ენერგიის ცენტრში გამართავს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ამ სფეროში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა. თურქი მინისტრი მათთან შეხვედრის დროს თურქეთში ქარის ენერგიის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. ალბაირაქი ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩინეთის ქვანახშირის საბადოს მწარმოებელ კომპანიების წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრას და მათ თურქეთში ინვესტიციების ჩასადებლად მოიწვევს.

გაზეთი "სტარი" იტყობინება, რომ თურქეთის თავდაცვის სამრეწველოს მრჩველმა ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამრეწველო ახალი ეროვნული საბრძოლო იარაღის დამზადებისთვის ემზადება. მისივე თქმით ეს იარაღი F-16-ის თვითმფრინავს ჩაანაცვლებს და მისი სახელწოდება FX-ი იქნება რა, პროექტზე მუშაობა 2019 წლამდე დასრულდება, ხოლო სერიული წარმოება 2023 წლისთვის დაიწყება.

გაზეთ "ვათანი"-ის მიხედვით "Batman & Superman"-ის ფილმის მთავარი სპონსორი თურქეთის ავიახაზებია (THY). ამ ფილმის პირველი გალა ნიუ უორკში გაიმართა. სადაც თურქეთის ავიახაზებისთვის სპეციალური ჩვენებაც მოეწყო. ფილმ "Batman & Superman"-ის ჩვენება კინოთეატრებში 25 მარტიდან დაიწყება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები