თურქული პრესა 16.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

451715
თურქული პრესა 16.03.2016


თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰურრიეთში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც კრიმინალური პოლიცია იკვლევს კვირას, ანკარის ცენტრში, კიზილაის მოედანზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ მოპოვებულ მტკიცებულებებს და ისინი უკვე იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დანაღმული ავტომანქანა შორიდან სამართავი პულტით იქნა აფეთქებული და ახლა ამ ტერაქტში უშუალოდ მონაწილე ამ მესამე პირს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ ტერაქტის ადგილთან ახლოს შეიძლება ყოფილიყო

სტარის მიხედვით დღეს სტამბულს ეწვევა ლეგენდარული ინგლისელი მსახიობის, ჩარლ ჩაპლინის შვილიშვილი კიერა ჩაპლინი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ცნობილი თურქი მოდელიორის, შანსიმ ადალის მიერ ორგანიზებულ მოდის კვირეულში სახელწოდებით: Mercedes-Benz Fashion Week. ჩამოსვლამდე კიერამ თურქ ხალხს ანკარის ტერაქტის შედეგად დაღუპულების გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დიდ მწუხარებას განიცდის, მაგრამ, იმის გამო, რომ ეს დეფილე აფეთქებამდე ადრე იყო დაგეგმილი, ამიტომაც არ აუქმებს მას და თავისი მონაწილეობით სურს მოკრძალებული წვლილი შეიტანოს თურქული მოდის განვითარებაში

“ჩვენ, დიდმა თეთრმა გემმა გადაგვარჩინა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას იენი შაფაკში, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა, რომელმაც ბოლო წლებში ეგეოსის ზღვის წყლებში ათასობით არალეგალი მიგრანტი გადაარჩინა დახრჩობა-დაღუპვისგან, ამ არალეგალური მიგრანტობის საწინააღმდეგო ვიდეო რგოლი მოამზადა, რომელიც ამ სიტყვებით იწყება: ეგეოსში მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, მაგრამ, ზოგიერთებს იმედები დასავლეთზე აქვთ. მასში ჩართულია მრავალი ის ოპერაცია, რომლებშიც თურქებს უიმედო და სიკვდილის პირას მყოფი ლტოლვილები ზღვიდან გამოჰყავთ, ხოლო ამ უკანასკნელების მთავარი წინადადება არის: ჩვენ, დიდმა თეთრმა გემმა გადაგვარჩინა, რომელიც წარმოთქვა თურქების მიერ გადარჩენილმა პატარა სირიელმა ბიჭუნამ

ვათანის კულტურის გვერდი იუწყება, რომ საფრანგეთის განთქმულ საკურორტო ქალაქ კანში გუშინ სტატი აიღო მსოფლიოს ერთ ერთმა უდიდესმა უძრავი ქონების გამოფენამ-MIPIM, რომელშიც მონაწილეობას იღებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან 26 ათასზე მეტი უძრავი ქონების სპეციალისტი. მასზე ყველაზე დიდ ყურადღებას სტამბოლის სტენდი იპყრობს, სადაც წარმოდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის უდიდესი მეგა პროექტების მაკეტები

საბაჰის პირველ გვერდზე გამოქვეყნებული სტატის სახელწოდებაა: ჩრდილოეთ პოლუსზე თურქეთის სახელმწიფო დროშა ფრიალებს და მასში წერია, რომ თურქმა მკვლევარებმაც დაამონტაჟეს აქ თავიანთი კვლევის ცენტრი და ამიერიდან ისინიც შეუერთდებიან რა მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს, ისინიც ჩაატარებენ აქ მეტეოროლოგიურ დაკვირვებებს, ხოლო მის პარალელურად მზეზე მომხდარი აფეთქებების დედამიწაზე ზეგავლენის შედეგებსაც შეისწავლიან


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები