თურქული პრესა 08.03.2016

თურქული პრესა 08.03.2016

446687
თურქული პრესა 08.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის თანახმადაც, თურქეთმა ევროკავშირს მიგრანტთა კრიზისის მოგვარებისათვის ახალი წინადადებები შესთავაზა. თურქეთის პირობებია : 1- თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმება უფრო ადრე, ივნისის ბოლის, მოხდეს, 2- თურქეთისათვის გადასაცემი 3 მილიარდი ევროს რესურსი კიდევ სამი მილიარდით გაიზარდოს, 3- თურქეთის მიერ ევროკავშირიდან მისაღები თითოეული მიგრანტის სანაცლოდ ევროკავშირმა მიიღოს თურქეთიდან ერთი მიგრანტი, 4- გაიხსნას ახალი ქვესათაურები თურქეთის ევროკავშირში მოლაპარაკების პროცესში, 5- რეადმისიის პროცესის ხარჯები ევროკავშირმა აანაზღაუროს, 6- მთლიანად გათავისუფლდეს მიგრანტებისაგან საბერძნეთის კუნძულები.

გაზეთი „ჰაბერთურქი“-ს თანახმად, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ არ არიან ვალდებულები ქალთა უფლებები დასავლურ ფორმატში დაიცვან. მისი თქმით, საჭიროა თურქეთის შესაფერისი მოდელის შექმნა. „ჩვენი ისტორიული და კულტურული გამოცდილების შესაბამისად ქალის, როგორც ადმიანის, პიროვნების, არსებობის გასაძლიერებლად შეგვიძლია ყველამ ერთად ნაბიჯები გადავდგათ“ - განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ დასავლეთში ნამდვილი გაგებით ქალთა უფლებების დამცველები არ არსებობენ და ასე რომ ყოფილიყო, სირიაში ასი ათასობით ქალისა და ბავშვის სიკვდილზე დუმილს არ შეინარჩუნებდნენ.

გაზეთი „სტარი“ მოგვითხრობს ირანელ საქმოსან ქალზე ანუშე ენსარიზე და წერს, რომ მას ყველა ქალისათვის სამაგალითო ცხოვრება აქვს. ეანსარი კოსმოსში წასული პირველი სამოქალაქო ქალია და მან 40 წლის იუბილე ნასას კოსმოსურ სადგურზე აღნიშნა. ანსარი ამ წარმატების მიუხედავად, აცხადებს, რომ თურქ საქმოსან ქალთა მოღვაწეობა მასზე დიდი გავლენას ახდენს. ირანელი საქმოსანი ქალი აცხადებს, რომ თურქი ქალბატონები ყველა სფეროში მოღვაწეობენ და „თურქი ქალები მას ნდობით ავსებენ“.

სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტის ლექტორებმა ებრუ ჯაიმაზმა და ოზგურ ქორქმაზმა გრენლანდიის მყინვარები ზამთარში დალაშქრეს, რითაც მსოფლიოში პირველი ჯგუფი გახდა, რომელიც ამ მყინვარებზე ზამთარში ავიდა - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ჯაიმაზი და ქორქმაზი მსოფლიოს უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ხმელეთ გრელანდიაზე გაემგზავრნენ და 4 მიმართულება დალაშქრეს, რასაც ადგილობრივებიც კი ვერ ახერხებენ. პოლუსის ყველაზე დიდი ყინულის საფარით დაფარულ კუნძულზე ზამთრის სეზონზე ყინულის სისქე სამ კილომეტრს აღწევს.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ეყოლება თუ არა ლაციოს თურქი ტექნიკური დირექტორი?“ რომლის თანახმადაც, კვლავ ვრცელდება იტალიურ პრესაში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქი ტექნიკური დირექტორი ერსუნ იანალი იტალიური საფეხბურთო კლუბის ლაციოს ხელმძღვანელი გახდება. ინფორმაციებში ნათქვამია, რომ აღნიშნული ტექნიკური დირექტორი მომავალ სეზონზე რომის საფეხბურთო გუნდის სათავეში ჩადგომასთან ახლოს დგას, იანალი კლუბ ლაციოს ხელმძღვანელს ლოტიტოს გასაკუთრებით სურს და კლუბის უფლებამოსილებმა იანალთან პირველი კონტაქტი დაამყარეს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები