თურქული პრესა 03.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

443769
თურქული პრესა 03.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენილმა თურქეთის ქალაქმა კილისმა, რომელიც საკუთარ მოსახლეობაზე მეტ სირიელს მასპინძლობს, ევროპის ყველაზე ზომიერი პოლიტიკის გამტარებელი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, უჩვეულო მეთოდით ქალაქში მიიპატიჟა. კილისის მერიის ორგანიზებით თურქმა და სირიელმა 2 თას 981-მა ქალმა 1,5 მეტრის სიგანისა და 19 მეტრის სიგრძის მოსაწვევს ხელი მოაწერა და გერმანიის კანცლერს გაუგზავნა. კილისის მერმა ჰასან კარამ განაცხადა. რომ სირიის საკითხზე ყველაზე მგრძნობიარედ მერკელი მოიქცა და მას 8 მარტის მსოფლიო ქალთა დღესთან დაკავშირებით კილისში იწვევენ. მოსაწვევი მსოფლიოს ქალთა რეკორდების კატეგორიაში ყველაზე გრძელ მოსაწვევად შევა გინესის რეკორდების წიგნში.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, საკრედიტო რეიტინგის ორგანიზაცია Moody's-ის თავმჯდომარემ და თურქეთის მთავარმა სპეციალისტმა ალპონა ბანერჟიმ განაცხადა, რომ თურქეთის საკრედიტო რეიტინგი Baa3/negatif დეკემბერში განსაზღვრეს და დაამატა: „თურქეთის ეკონომიკური ზრდა განვითარებად დიდ ეკონომიკებთან შედარებით ისევ ძლიერია“. ბანერჟის თქმით, თურქეთის ფინანსურმა პოზიციამ „ინვესტიციური“ რეიტინგის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და დასძინა: „თურქეთის ფინანსური კრიტერიუმები სხვა განვითარებად ეკონომიკებთან შედარებით ისევ განსხვავებულია. ფინასური კრიტერიუმები ისევ გონივრული და ძლიერია. დავალიანება ეროვნულ შემოსავალთან მიმართებაში სტაბილურია.“.

აშშ-ში 8 ნოემბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებამდე „სუპერ სამშაბათად“ შეფასებულ კრიტიკულ დღეს დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა და რესპუბლიკელთა კანდიდატმა ბიზნესმა დონალდ ტრამპმა 7-7 შტატში გაიმარჯვეს და კონკურენტების წინააღმდეგ დიდი უპირატესობა მოიპოვეს - წერს გაზეთი „სტარი“.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, იაპონიაში ერთ-ერთმა სასამართლომ ბიზნესმენის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ინტერნეტ გიგანტის Google-ს მიერსაძიებო სისტემაში საქმოსანის შესახებ არსებული მონაცემების წაშლის აუცილებლობის გადაწყვეტილება მიიღო. სასამრთლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პიროვნებას აქვს უფლება „იგი დაივიწყონ“. იაპონური პრესის ცნობით, აღნიშნული სასამართლო გადაწყვტილება ინტერნეტის საძიებო შედეგების დავიწყების უფლების შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა. Google-მა კი გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ტოკიოს უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ადამიანების მიერ Google-ს პირადული მონაცემების წაშლისათვის მიმართვის უფლების აღიარების მსგავსი გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ 2014 წელში მიიღო.

და ბოლოს გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, ინგლისის ქალაქ ბეკენჰემში მცხოვრები 35 წლის კელი პოტერი, რომელსაც 2015 წელში საშვილოსნოს ყელი სიმსივნე დაუდგინეს, ახლად შექმნილი და არც თუ ისე ტესტირებული სიმსივნის ვაქცინის გაკეთებისათვის მოხალისე გახდა. დააკვირდებიან პოტერისათვის გაკეთებული ვაქცინა გააძლიერებს თუ არა იმუნურ სისტემას და მოხდება თუ არა სიმსივნის უჯრედების განადგურება. სპეციალისტებს მიაჩნია, რომ ეს ტესტები შესაძლოა იმედი აღმოჩნდეს სიმსივნით დაავადებული ადამიანებისათვის.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები