თურქული პრესა 01.03.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

442073
თურქული პრესა 01.03.2016

მიმოხილვას გაზეთ "საბაჰი"-თ დავიწყებთ, რომლეშიც ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ.ე-მა აფრიკის ქვეყნების ტურნეს ფარგლებში სპილოს ძვლის სანაპიროს ქვეყნის პრეზიდენტთან ალასანა ვატარასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ვატარამ განაცხადა, რომ ერდოღანის მათ ქვეყანაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ერდოღანის მასპინძლობით ძალზედ კმაყოფილები არიან. ალასანა ვატარამ ასევე ყურადღება თურქეთში ერდოღანის მმართველობის პერიოდზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანამ სწორედ ამ პერიოდში მიაღწია დიდ წარმატებებს.

გაზეთ "სტარი"-ის მიხედვით საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის, Fitch Ratings დირექტორმა და თურქეთის ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმ ფაქტორებისა, რაც თურქეთის ირგვლივ და ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით ხდება, თურქეთმა ექვსი თვის განმავლობაში მაინც დაამყარა სტაბილურობა. მან ასევე ირანისადმი დასავლეთის მხრიდან დაწესებული ემბარგოს გაუქმებაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ეს საკითხი თურქეთისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება, რადგან ირანი ძალიან დიდი საინვესტიციო ბაზარია.

გაზეთი "იენი შაფაქი" იუწყება, რომ ბუნებრივი გაზის სამხრეთ დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს მეორე შეკრება აზერბაიჯანში გაიმართა. ბაქოში მყოფმა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ თურქეთი როგორც ტრანს ანატოლიური ბუნებრივი გაზის მაგისტრალის, TANAP-ის, ასევე ბუნებრივი გაზის სამხრეთ დერეფნის მშენებლობას მხარს უჭერს და სამომავლოდაც ასე გააგრძელებს. TANAP-ის მეშვეობით თურქეთს ექვსი მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო ევროპას 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი უნდა მიეწოდოს.

გაზეთი "ჰურრიეთი" წერს, რომ ამინდების დათბობასთან ერთად ევროპაში შესვლის მსურველი მიგრანტების რაოდენობა ეგეოსის ზღვაში ისევ მატულობს. 7 მარტს ბრიუსელში გასამართ თურქეთ-ევროკავშირის სამიტის წინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ თურქეთის მეშვეობით არის შესაძლებელი. მერკელმა ასევე ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან საზღვრების ჩაკეტვის პოლიტიკაც გააკრიტიკა და იმედი გამოთქვა, რომ მათ თურქეთთან ბრიუსელში შეთანხმებას მიაღწევენ.

გაზეთი "ჰაბერთურქი" იტყობინება, რომ ტრადიციული თურქული საჭმელებიდან ქაბაბი და დურუმი, რომელიც სწრაფი და ეკონომიური კვების პროდუქტებად ითვლება, იტალიის ქალაქ ვერონაში აიკრძალა. ამ ფაქტს ადგილობრივი მედიასაშუალებები ასე გამოეხმაურნენ "ვერონაში ქაბაბი აიკრძალა". ქალაქ ვერონას მერიამ კი ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა: "ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი კულტურის და ტრადიციების დაცვის მიზნით იქნა მიღებული".


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები