თურქული პრესა 25.02.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

439233
თურქული პრესა 25.02.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის სახელწოდებაც გახლავთ “Koral-მა რუსული ვერტმფრენები მოატყუა?“. სტატიის მიხედვით, ეროვნულ პროექტებში წარმატებულმა Aselsan-მა გასულ დღეებში ახალი ინჟინრული საოცრება ანტი სარადარო საბრძოლო სისტემა Koral-ი თურქულ შეიარაღებულ ძალებს გადასცა. ჰატაიში Koral-ის განთავსების შემდეგ მან ტესტი წარმატებით გაიარა, თუმცა რუსული ვერტმფრენების მიერ 4 - ჯერ არასწორი სამიზნეებისათვის გახსნილმა ცეცხლმა ბევრი კითხვა გააჩინა. ამ ბოლო ხანს კი რუსულმა ვერტმფრენებმა სირიაში შეცდომით ტერორისტული დაჯგუფება YPG-ს ბანაკებს გაუხსნეს ცეცხლი, მანამდე კი რუსებმა მოკავშირე ასადის სამიზნეები დაბომბეს. ამასთანავე ცნობილია, რომ Koral-ს სარადარო, ვერტმფრენების, სარაკეტო და S-400-ის სისტემები მწყობრიდან გამოჰყავს და უმოქმედოდ ტოვებს.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, ანკარაში 29 ადამიანის დაღუპვით დასრულებული ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი აბდულბაქი სომერის მამამ, მუსა სომერმა, უშიშროებაში ჩვენება მისცა. მან განაცხადა, რომ 2005 წელს მისი ვაჟი გაიტაცეს და მას შემდეგ მან შვილის მოსაძებნად ტერორისტული დაჯგუფება PKK-ს ბანაკები 4-ჯერ მოიარა და დაადასტურა, რომ ტერორისტები მის შვილს მალავდნენ და მის შესახებ ინფორმაციას არ აძლევდნე. ჯერ კიდევ ბავშვობაში გატაცებული ტერორისტი 11 წელი PKK-ს ბანაკებში იმყოფებოდა. დღემდე PKK-ს ბანაკებში ბევრი ბავშვი რჩება, რომლებსაც ტერორისტებად ზრდიან.

„ვათანი“-ს თანახმად, საქარიის რეგიონის სოღუთლუს, სერდივანისა და ფერიზლის რაიონებში 400 და 450 მეტრის სიღრმეზე ბუნებრივი აირის საბადოები აღმოაჩინეს. რეგიონებში უსაფრთხოების ზომები მიიღეს. აქ არსებული ბუნებრივი აირის მარაგის შესახებ ცნობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. რეგიონის გუბერნატორმა ჰუსეინ ავნი ჯოშმა განაცხადა: “სამუშაოები დიდ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ბუნებრივი აირის მარაგი თურქეთისთვის ენერგიის ახალი წყარო იქნება. ჩვენი რეგიონიდან ქვეყანას დიდი სარგებელი შეემატება.“

გაზეთი „საბაჰი“-ს მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრმა მეჰმეთ მუეზინოღლუმ განაცხადა, რომ მთავრობის ადგილობრივი წარმოების წამლებისა და ვაქცინის მხარდაჭერამ შედეგი გამოიღო. მუეზინოღლუს თქმით, დაწყებულია დიფტერიის, ტეტანუსის ვაქცინების წარმოება, რიგშია A ჰეპატიტის ვაქცინა და მომავალ წელს მათ ექსპორტს დაიწყებენ. მუეზინოღლუმ განმარტა, რომ თურქეთს ბიოტექნოლოგიური პრუდუქციის წარმოებით 100 მილიარდი დოლარის საბაზრო პოტენციალიგააჩნია.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „სალიჰ დურსუნის მაისური გაიყიდება“, რომლის მიხედვითაც სუპერ ლიგის 22-ე კვირაში ტრაპზონსპორი გასვლით მატჩში გალათასარაისთან 2-1 დამარცხდა. მატჩის დროს მსაჯმა ტრაპზონსპორის ფეხბურთელებს ოზერ ჰურმაჯის, აიქუთ დემირს, კავანდასა და სალიჰ დურსუნს წითელი ბარათი უჩვენა, რის გამოც ამ უკანასკნელმა მსაჯს დენიზ ათეშ ბიტნელს მცდარი გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად თავად აჩვენა წითელი ბარათი. მაისურებს, რომელზეც სწორედ ეს მომენტია გამოსახული, გასაყიდად გაიტანენ და შემოსული თანხით ახალგაზრდა მსაჯებს საზღვარგარეთ სასწავლებლად გააგზავნიან.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები