11.12.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

405980
11.12.2015 თურქული პრესა

მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაკ“-ით დავიწყებთ, რომელიც წერს ერაყის ქურთული რეგიონის ლიდერის მესუთ ბარზანის თურქეთში ვიზიტზე და ერაყის კანდილლის რეგიონის ტერ-ორგანიზაცია PKK-გან განთავისუფლების შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზე.
გაზეთი წერს, რომ ამ ვიზიტმა გააქარწყლა რუსეთის და ირანის ლიდერების თურქეთის ჩიხში მოქცევის იმედები.
ბარზანის ვიზიტი ასევე მესიჯი გახდა PKK და PYD-ს უდანაშაულო ადამიანების მკვლელობით, რელიგიურ ღირებულებებზე თავდასხმებით, რეგიონში ხელისუფლების შექმნის მცდელობის წინააღმდეგ.
გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, კანონიერი სულთან სულეიმანის საფლავი უნგრეთში ოთხი საუკუნის განმავლობაში საკამათო საკითხად ითვლება.
ზიგეტვარის ციხის წინ, ოთხ კმ-იან ტერიტორიაზე, სახელმწიფო არქივებში არსებული დოკუმენტების და მონახაზების დაპირისპირებით მკვლევარებმა მართალია იფიქრეს, რომ მიაღწიეს ადგილს, სადაც კანონიერი სულთან სულეიმანის შინაგანი ორგანოებია დამარხული, მაგრამ მაინც ვერ ირწმუნეს. ამაში მხოლოდ 99 %-ით მაშინ დარწმუნდნენ, როცა აღმოაჩინეს 6 კუთხის მქონე ვარსკვლავის ფორმის სულეიმანის ბეჭედი.
გაზეთ „საბაჰ“-ის ცნობით, მწვავე კონკურენცია გაიმართა ცისფერი აირის ირგვლივ. რუსეთთან წარმოქმნილი კრიზისის შემდეგ, ისრაელმა თურქეთს ხმელთაშუა ზღვაში აღმოჩენილი ცისფერი აირის მიყიდვის შესახებ თანამშრომლობა შესთავაზა.
სპეციალისტების აზრით ხსენებული პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის განვითარებას. თურქეთი დერეფნის მაგივრად გადაიქცევა ენერგო ცენტრად.
სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთის უკრაინასთან არსებულმა პრობლემამ და ახლა თურქეთთან წარმოქმნილმა უთანხმოებამ, აუცილებელი გახადა ისრაელის ცისფერი აირის თურქეთზე გატარებით ევროპაში ტრანსპორტირება.
გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, რომ თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კვლევის ფონდის პროფესორის, ეკონომიკის სპეციალისტი დოქტორის, ერდალ თანას ქარაგოლის განცხადებით, გასაშენებელი ახალი თხევადი გაზების ტერმინალების კონტრაქტების რუსეთთან განახლებით, ხელი შეეწყობა როგორც იაფ ფასებში გარიგებას, ისე მარტო ერთ ქვეყანასთან დამოკიდებულების შემცირებას. გარდა ამისა, კატართან ხელმოწერილი შეთანხმება, გააძლიერებს თხევადი აირის ტერმინალებიდან გაზის რეზერვს.
გაზეთ „ჰურრიეთ“-ის ცნობით, კულტურული ძეგლების და მუზეუმების გენერალური დირექტორატი, ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით წარმართულ სამუშაოებს ახლა განახორციელებს საზღვარგარეთ გატაცებულ ტაძრებთან დაკავშირებით.
ქვეყნების მიერ, ინტერპოლის ანდა ICOMOS, UNESCO-ს საშუალებით განაცხადი მოპარული და დაკარგული ტაძრების გავრცელებას ახდენს ინტერნეტის საშუალებით.
თურქეთიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან, ერაყიდან გატაცებული ასობით ინვენტარი ნივთების ფოტოსურათებია საიტში განთავსებული.
კოლექციონერებს ეძლევათ გაფრთხილება არ შეისყიდონ ხსენებული ნივთები.
მათ შორის არის საფრანგეთიდან, იაპონიიდან, პერუდან, საბერძნეთიდან მოპარული ტაძრებიც.
ქვეყნებიდან მიღებული შეტყობინებების ნიადაგზე გრძელდება ინტერნეტში ტაძრების შესახებ ინფორმაციების გავრცელება.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები