თურქული პრესა 05.12.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

400972
თურქული პრესა 05.12.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ერდოღანი კატარიდან დაბრუნებისას კიდევ ერთხელ შეეხო თურქეთში საპრეზიდენტო სისტემას და თქვა, რომ თურქეთისათვის ყველაზე მისაღებად საფრანგეთის მოდელი, ე.ი. ნახევარი საპრეზიდენტო სისტემა მიაჩნია, რითაც სათავე დაედო ახალ კამათებს ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ წყობასთან დაკავშირებით


“სირიაში სამოქალაქო ომი კიდევ გაგრძელდება“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰში და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის ინგლისის პრემიერ დავიდ კამერონს, რომლის აზრითაც მოთმინებით უნდა დაელოდონ ამ ომის დასასრულს. ამავე სტატიით გუშინ, გერმანიის პარლამენტმა ხმის უმრავლესობით დაამტკიცა დადგენილება, რომელიც ამ ქვეყნის არმიას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ოპერაციების ჩატარების უფლებას აძლევს


იენი აქიტში თურქეთის სავაჭრო პალატათა და ბირჟათა თავჯდომარის რიფატ ჰისარჯიკლიოღლუს განცხადებაა განთავსებული, რომლის თქმითაც მათ ანკარაში აკრედიტირებულ აფრიკის ქვეყნების ელჩებთან road Show-ის პროგრამა დაიწყეს და მის ფარგლებში თურქი ინვესტორები ახალი კაპიტალდაბანდებების ჩადებას დაიწყებენ აფრიკის ქვეყნებში, სადაც მათთვის უდიდესი პოტენციალი არსებობს


იენი შაფაკის კორესპონდენტი პარიზიდან იტყობინება რომ, 2012 წელს ამ ქვეყნის პარლამენტის მხრიდან უარყოფილი რეზოლუცია, რომლითაც ე.წ. სომხური გენოციდის უარყოფა ამ ქვეყანაში კრიმინალად ითვლებოდა, ახლიდან გამოიტანეს კენჭისსაყრელად და ამჯერადაც უარი ეთქვა ამ რეზოლუციას, რადგან, ფრანგი პარლამენტარების თქმით, საერთაშორისო სასამართლოს არ გააჩნია ისეთი დადგენილება, რომელიც 1915 წლის მოვლენებს გენოციდად აღიარებდეს და აქედან გამომდინარე უზნეობა იქნება საფრანგეთის პარლამენტის მხრიდან ხსენებული დადგენილების კენჭისყრაზე ხელმეორედ გატანა


სტარის ეკონომიკური მიმომხილველი ინგლისის ეროვნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციის, NCA-ს ანგარიშს ეხება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ლონდონში მოქმედი რუსული მაფია სწორედ ამ ქალაქის ბინების შესყიდვაში ათეთრებს შავ ფულს, რომელთა წარმომავლობა უცნობია


ჰაბერთურქი კულტურისა და ხელოვნების გვერდზე იუწყება, რომ ცნობილი ინგლისური როკ ჯგუფის Coldplay-ს სოლისტმა, კრის მარტინმა გუშინ ახალი ალბომი გამოსცა, რომელშიც შესულია მისი ის სიმღერაც, რომლის სიტყვები ეკუთვნის მე-12 საუკუნის თურქ პოეტსა და მოაზროვნეს მევლანას, იგივე ჯელალეტტინ რუმის


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები