თურქული პრესა 03.12.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

398842
თურქული პრესა 03.12.2015


თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთმა რუსული გაზის საწინააღმდეგოდ რესურსების დივერსიფიკაციაში ერდოღანის ოფიციალური ვიზიტის დროს კატარში უდიდესი ნაბიჯი გადადგა. კატარი, რომელმაც თურქეთთან გრძელვადიანი LNG-ს ანუ თხევადი გაზის ხელშეკრულება გააფორმა, თურქეთში თხევადი გაზის ტერმინალისა და საცავების ბაზის აგებას გეგმავს. დღეს კი პრემიერი აჰმედ დავუთოღლუ აზერბაიჯანელებთან გამართავს მოლაპარალებას მეტი რაოდენობით ბუნებრივი აირის მისაღებად.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, ამერიკის ხელისუფლებამ თურქეთის მიერ დეაშისაგან ნავთობის შესყიდვის თაობაზე წამოყენებული ბრალდებები მკაცრად უარყო. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსმდივანმა მეისონმა და დეაშის საწინააღმდეგოდ შექმნილი კოალიციური ძალების წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ვორენმა რუსეთის ბრალდებებს, იმის თაობაზე რომ თურქეთი დეაშისგან ნავთობს ყიდულობს, „სისულელე“ უწოდეს და დასძინეს, რომ ბრალდებებს უარყოფენ და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსობს“

„ჰურიეთი“-ს ცნობით, ამერიკისა და რუსეთის ზეწოლაზე, თურქეთის დეაშთან მოსაზღვრე 98 კილომეტრიან მონაკვეთი დაიხუროს, ანკარა რეაქცია გამოხატავს, რასთან დაკავშირებითაც ბოლო დღეებში საინტერესო დიალოგი გაიმართა. ამერიკის წინადადებაზე „სამხედროების დიდი რაოდენობით განლაგებაზე“ თურქულმა მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეთავაზებული მეთოდის განხორციელების შემთხვევაში ამ მონაკვეთზე 30 ათასი სამხედრო ყოველ 3 მეტრში უნდა განათავსონ.

„ნატო თურქეთის ფარი ხდება“ - ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს გაზეთი „ჰაბერ თურქი“, რომლის თანახმადაც, რუსეთის მიერ სირიაში ს-400 რაკეტების განლაგების გამო ნატომ მოქმედება დაიწყო. ალიანსმა თურქეთში განლაგებული ძალის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ნატოს წევრი ქვეყნები თურქეთში დამატებით თვითმფრინავებს, გემებსა და სამხედროებს აგზავნიან.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ თურქული სატრანსპორტო საშუალებებისათვის აზერბაიჯანის საბაჟოებზე ბაქო-აქტაუს ხაზზე მანქანების გადამზიდავ გემებზე გადასახდელი თანხა ყაზახეთის მიმართულებით რეისებზე სერიოზული ფასდაკლება დაწესდა. კასპიის ზღვაზე მანქანების გადამზიდავ გემებსა და ბაქო ყაზახეთის რეისებზე მთლიანობაში 1920 დოლარის ფასდაკლება მოხდა.

და ბოლოს გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ ფილმ „ერთუღრულ 1890“-ის გალა ტოკიოში გაიმართა. ფილმის თემას წამოადგენს იაპონიის წყლებში ჩაძირული ფრეგატი „ერთუღრული“ და 1985 წელში თეირანში თურქეთის მიერ გადარჩენილი 215 იაპონელი. წელს მეგობრობის 125-ე წლისთავის აღმნიშვნელი თურქეთისა და იაპონიის ერთობლივი ფილმის გალას ორივე ქვეყნიდან მნიშვნელოვანი სტუმრები ესწრებოდნენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები