თურქული პრესა 01.12.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

396472
თურქული პრესა 01.12.2015

მომოხილვას გაზეთ ”იენი შაფაქი”-თ დავიწყებთ, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, ”მსოფლიოს გაებუტა” და მასში ვკითხულობთ: პარიზში გამართულ გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე რუსეთის სახელით ჩასული ვლადიმერ პუტინი, სამახსოვრო ფოტოს გადაღების დროს, რომელშიც 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მონაწილეობა არ მიიღო.

გაზეთი ”იენი აქით”-ი წერს, რომ თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას ასე განაცხადა: ”თურქეთის საზღვრები ნატოს საზღვრებია”. მანვე რუსეთის მხრიდან თურქეთისგან ბოდიშის მოხდის მოლოდინზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულების გამო, მათგან ბოდიშის მოხდას ნურავინ დაელოდება.

გაზეთ ”საბაჰ”-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: ”ევროპა 75 მილიონი თურქისთვის კარებს აღებს” და მასში ვკითხულობთ: ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრანტთა საკითხის მოლაპარაკებას მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სხვადასხვა ქვეყნების გაზეთები და ტელევიზიები თურქი მოქალაეებისათვის შენგენის ქვეყნებში ვიზის გაუქმებას ასეთი მანშეტებით გამოეხმაურნენ: ”სწორი ინვესტიცია”, ”ევროკავშირმა მიგრანტების პრობლემა იყიდა”, ”თურქეთი ევროკავშირთან ურთიერთობას ამყარებს” და სხვა.

გაზეთი ”ჰაბერ თურქი” იუწყება, რომ რუსეთმა თურქეთიდან შესულ პროდუქციაზე ემბარგო დააწესა. ემბარგოს დაწესებამდე თურქეთიდფან შესული პროდუქციისა მიუხედავად თუ 19%-იან ინფლაციას განიცდიდა რუსეთი, ახლა, ემბარგოს დაწესების შემდეგ, სპეციალისტების განმარტებით შეიძლება აღნიშნული ინფლაცია რუსეთში 30%-მდე გაიზარდოს.

გაზეთი ”ვათანი” იტყობინება, რომ ამერიკელმა მეცნიერებმა სისხლში შაქრის შემცველობის დამარეგულირებელი პრეპარატის, მეტფორმინის შესახებ ახალი აღმოჩენა დაამტკიცეს. მათი განცხადებით იგი ადამიანის სიცოცხლეს ჯანსაღად ახანგრძლივებს და 120 წლამდე ზრდის. ამერიკის კვების და მედიკამენტების ზედამხედველობის ადმინისტრაციამ მეცნიერებს ამის შესახებ ცდების ჩატარების ნებაც დართო, იტყობინება გაზეთი ვათანი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები