თურქული პრესა 24.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

368233
თურქული პრესა 24.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „აქით“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელშიც მოყვანილია ბრიტანეთის პრესტიჟული გაზეთის Financial Times-ის სტატია, რომლის ავტორიც ალექს ბერკერი გახლავთ. ბერკერი სტატიაში წერს, რომ ევროკავშირმა, რომელიც მიგრანტთა კრიზისის მოგვარებას ცდილობს, პრეზიდენტ ერდოღანს ქედი მოუხარა. სტატის მიხედვით, ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა თურქეთში მარკ პიერინიმ გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში კვირას გამართულ თურქეთ- ევროკავშირის სამიტის დროს ხელმოსაწერ შეთანხმებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „შეთანხმება პოლიტიკური პანიკის შედეგია, ერდოღანთან მუხლის მოდრეკით მივიდნენ. ის კი ჩვენ უკვე გვეთამაშება“.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, რუსეთის მხარდაჭერით ბაირბუჯაქის თურქმენებზე მძიმე შეიარაღებით თავდასხმის განმხორციელებელი დიქტატორის ასადის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი სირიელი, ავღანელი და ერაყელი ტერორისტებისაგან შედგება. ბაირბუჯაქის თურქმენებისათვის ბაშარ ასადის მიერ მისეული მკვლელების სათავეში, რეიჰანლიში 52 ადამიანის მკვლელობით დასრულებული ტერაქტის დამგეგმავი ტერორისტი მიჰრაჩ ურალი დგას, რომლის კოდური სახელიც „აფთარია“. მიჰრაჩ ურალი სოციალური ქსელების მეშვეობით თურქმენებზე განხორციელებული თავდასხმების ფოტოებს და ინფორმაციებს აქვეყნებს და აქებს მის მიერ მართვად ტერორისტებს.

მიმდინარე წლის მეორე ნახევარში როგორც 7 ივნისის, ასევე 1 ნოემბრის არჩევნების გამო მომხდარი პოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, უძრავი ქონების გაყიდვებიც, ავტომობილების გაყიდვის მსგავსად რეკორდისაკენ მიდის - წერს გაზეთი „ვათანი“. ოქტომბერში 1 მილიონამდე ასული გაყიდვები, სავარაუდოდ წლის ბოლოს 1 მილიონ 200 ათას მიაღწევს.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, გასულ კვირაში სომაში 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს რეზერვების აღმოჩენის შემდეგ ამჯერად ნიღდეში იქნა აღმოჩენილი ნავთობი. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალი რიზა ალაბოიუნმა განაცხადა, რომ ნიღდეს დაბა ბადაკში მარილის საბადოების ძიებისას ნავთობი იქნა აღმოჩენილი, თუმცა იქ არსებული ნავთობი მთავარი წყარო არი არის და იგი სხვა ადგილიდანაა გადმოსული.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, იზნიქში გასულ კვირაში ზეითუნის ხეების ბაღში აღმოჩენილი, ჩვენს წელთ აღრიცხვამდელი პირველი საუკუნის სარკოფაგი მუზეუმის სამმართველოს ეზოში გადაიტანეს. დაახლეობით 7 ტონის სიმძიმის სარკოფაგის თავსახურზე ამოტვიფრულია ეროსის, 5 ცალი ლომის თავის, 8 ცალი ჩირაღდანი და ისევ მლოცველი ეროსის ფიგურები.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები