თურქული პრესა 23.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

420894
თურქული პრესა 23.11.2015



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ უცხოელი მიგრანტებით სავსე კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა ბოდრუმის ღია წყლებში, რომლის მგზავრებიც არალეგალური გზით ცდილობდნენ საბერძნეთის კუთვნილ კუნძულებზე გადასვლას და 15 აღმოჩენილი გვამიდან ერთი 4 წლის გოგონას ეკუთვნის, რომელსაც სენა ჰრქმევია და რომელსაც მიგრანტების სიმბოლოდ გადაქცეულ 3 წლის აილანივით ცისფერი ჯინსი და წითელი ქვედაკაბა ცმევია და ზუსტად აილანივით სენას გვამიც ტალღებს ნაპირებზე გამოურიყია. ასე რომ, აილანთა რაოდენობა სამწუხაროდ დღითიდღე იზრდება და არავინ იცის თუ როდის შეწყდება მიგრანტთა ასეთი ტრაგედიები, წერს საბაჰი


იენი შაფაკის კორესპონდენტი საფრანგეთიდან იტყობინება, რომ 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტის შემდეგ ამ ქვეყანაში ჩასული მუსლიმანი მიგრანტების მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ევროპაში ახალი ცხოვრების იმედით ჩასულ ავღანელ, ერაყელ და სირიელ ლტოლვილებს მათთვის განკუთვნილ ბანაკებში უკვე ცუდად ექცევიან, საჭმელ- სასმელებსაც ცოტასღა აძლევენ და დეპორტებით ემუქრებიან. “ჩვენ ტერორისტები არ ვართ, ლტოლვილი ადამიანები ვართ და ადამიანურად მოგვექეცით“, აი ამ სიტყვებით მიმართავენ მიგრანტები საფრანგეთის ხელისუფლებას


იენი აქიტი ინტერვიუს ანთავსებს საერთაშორისო ჯანდაცვის პროექტის ევროპის განყოფილების წარმომადგენელ პასკალ რიშეტთან და ეს უკანასკნელი ქებით მოიხსენიებს რა ბოლო 10 წლის განმავლობაში თურქეთის ჯანდაცვის სფეროში ჩატარებულ რეფორმებს, ხაზს უსვამს, რომ ამ მხრივ თურქეთი დასავლეთ ევროპისთვისაც კი სამაგალითო გახდა. “ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტსაც, რომ საოჯახო ექიმის პრაქტიკამ წარმატებით მოიკიდა ფეხი თურქეთში და ამის პარალელურად თურქეთის საავადმყოფოები სირიელი და ერაყელი ლტოლვილებისთვისაც ღია არიან, რაც ნამდვილად საამაყოა“, აცხადებს რიშეტი იენი აქიტთან საუბარში


დღეს სტამბოლში სტარტს აიღებს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მუდმივი კომიტეტის, İSEDAK-ის რიგით 31-ე შეკრება და იგი 26 ნოემბრამდე გაგრძელდება რა, მთავარ ყურადღებას ისლამურ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის დაწყების საკითხებს დაუთმობენ, ვკითხულობთ ჰაბერთურქში


“შუა საუკუნეების ნავი ბოსფორის სრუტეში მომავალი წლიდან გამოჩნდება“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰურრიეთში და მასში წერია, რომ სტამბოლში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მეტროს ხაზის მშენებლობის დროს ბოსფორის სრუტის ქვეშა სამუშაოების დროს არქეოლოგების მხრიდან აღმოჩენილ იქნა შუა საუკუნეების ნავი, რომლის სიგრძე 10, ხოლო სიგანე კი 2,60 მეტრია და ახლა ამ ნავის პროტოტიპებს დაამზადებენ რა, მომავალი წლიდან ისინი მგზავრების მომსახურებას დაიწყებენ ბოსფორის სრუტეში და მარმარილოს ზღვაზე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები