თურქული პრესა 21.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

420071
თურქული პრესა 21.11.2015

მიმოხილვას გაზეთ ”სტარი”-თ დავიწყებთ რომელშიც ვკითხულობთ: რუსეთი DEAŞ-ის ნაცვლად თურქმენებს ბომბავს. სირიაში ასადის მომხრეების მხრიდან თურქმენების მიმართ განხორციელებულ სახმელეთო ოპერაციებს რუსეთი ჰაერიდან უჭერს მხარს. თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ მომხდარის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ რუსეთის ეს ქმედება მკაცრად დაგმეს და მოსკოვს ნოტა გაუგზავნეს. დავუთოღლუმ ასევე გუშინ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში რუსეთს მოუწოდა რომ ოპერაციებს თუ ანხორციელებს DEAŞ-ის წინააღმდეგ განახორციელოს.

გაზეთი ”იენი შაფაქ”-ი წერს, რომ 1 ნოემბრის არჩევნების შემდეგ თურქეთის ეკონომიკაში სტაბილურობა ნათლად შეიმჩნევა. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა გამოკითხვებიც იქნა ჩატარებული და როგორც მწარმოებელი ასევე მომხმარებელი სიტუაციიდან კმაყოფილია.

გაზეთი ”საბაჰ”-ი იტყობინება, რომ თურქეთი ენერგეტიკის სფეროში ძირითადად რუსეთსა და ირანზეა დამოკიდებული, რის გამოც იგი ცდილობს ჩრდილოეთ ერაყიდან ბუნებრივი გაზის შემოყვანას. სწორედ ამის ფარგლებში თურქეთმა ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს სამიტზე რეგიონის ყველაზე მსხვილ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. კომპანიის მფლობელთა განცხადებით ორი-სამი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ერაყიდან პირველი გაზის ნაკადი შევა თურქეთში.

გაზეთი ”ჰურრიეთი” იუწყება, რომ მსოფლიოში ცნობილმა მსახიობმა ჯეიმს ფრანკომ თურქი რეჟისორის დენიზ გამზე ერგუვენის ფილმი Mustang-ი წლის საუკეთესო ფილმად შეაფასა. აღნიშნული ფილმი ოსკარის დაჯილდოებაზეც მიიღებს მონაწილეობას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები