თურქული პრესა 17.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

366698
თურქული პრესა 17.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა დიდი ოციანის როტაციული თავმჯდომარეობა წარმატებით დაასრულა და დაამატა, რომ ანტალიის სამიტის დეკლარაცია დიდი ოციანის მომდევნო პერიოდის სამუშაოების ფორმირებისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ერდოღანის განცხადებით, დიდი ოციანი მდიდართა კლუბი არ გახლავთ და დიდი ოციანის დეკლარაციაში ხაზგასმულია ეკონომიკური ზრდის, დასაქმების, განვითარების მხარდაჭერისათვის ერთობლივად მუშაობის მნიშვნელობა. დეკლარაციაში ამასთანვე თურქეთს დიდი ოციანის როტაციული თავმჯდომარეობისა და ანტალიის სამიტის წარმატებული მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადეს.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ თურქეთმა პარიზის ტერორისტებიდან ომერ ისმაილ მუსტაფასთან დაკავშირებით საფრანგეთი 2014 და 2015 წლებში ორჯერ გააფრთხილა. ამ გაფრთხილებებზე საფრანგეთს პასუხი არ გაუცია თურქეთისათვის, ხოლო ტერაქტის შემდეგ კი თურქეთისაგან ინფორმაცია მოითხოვა. წყაროების მიხედვით, ომერ ისმაილ მუსტაფა 2013 წელში თურქეთში შევიდა, თუმცა თურქეთიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია არ მოპოვება. ოფიციალური წყაროების მიხედვით, საფრანგეთის მთავრობამ 2014 წლის 22 ოქტომბერს თურქეთის ორგანიზაციებიდან ტერორიზმში 4 ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

„ჰურიეთი“-ს თანახმად, DEAŞ -ის ჯალათის, მოჯაჰედი ჯონის, დამხმარე ანია ლესლი ჯუნიორ დევისის თვალთვალი ჯერ კიდევ სირიაში დაიწყო თურქეთის დაზვერვამ. ქალაქ რაკკადან კილისისა და გაზიანთეპის გავლით სტამბოლში ჩასული ჯონის ყველა კავშირი გამოვლინდა და იგი ევროპაში გადასვლის მცდელობისას დააკავეს. თურქეთის დაზვერვამ მოჯაჰედი ჯონის რაკკაში ადგილმდებარეობა დადგინა და ინფორმაცია CIA-ს გადაუგზავნა, რის შემდეგაც აშშ-მა მოჯაჰედი ჯონის წინააღმდეგ რაკკაში წერტილოვანი საჰაერო იერიში მიიტანა.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ პრეზიდენტ ერდოღანისა და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პუტინის დიდი ოციანის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე თურქული ნაკადის „გაგრძელების“ გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პირისპირი შეხვედრის შეფასებისას რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ნოვაკმა განაცხადა, რომ მალე ხელმოწერა მოხდება და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე თურქეთის ახალ ენერგეტიკის მინისტრთან თურქული ნაკადის განსახორციელებლად მუშაობას გააგრძელებენ.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი თურქი ჟურნალისტი, ლეილა უმარი, რომელმაც თურქეთს რეპორტაჟების მომზადება შეასწავლა. მის მიერ ჩაწერილ ინტერვიუებს შორისაა ფიდელ კასტროსთან, ნელსონ მანდელასთან, პატრიარქ ბართლომეოსთან, დიდ ამინთან, იასერ არაფატთან და მათ მსგავს პოლიტიკოსებთან, ასევე ხელოვნების სამყაროს ცნობილ წარმომადგენლებთან კირკ დუგლასთან, ლაიზა მინელთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ჩაწერილი რეპორტაჟები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები