თურქული პრესა 16.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

417579
თურქული პრესა 16.11.2015

მიმოხილვას გაზეთ ”იენი შაფაქი” ვიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები G20-ს სამიტის ფარგლებში ანტალიაში შეიკრიბნენ. სამიტზე ერდოღანსა და ობამას შორის პირისპირი შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ კოლექტიურად იმოქმედებენ. ერდოღანმა და ობამამ ასევე სირიაში ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზეც ისაუბრეს და ერთობლივად მოქმედებაზეც შეთანხმდნენ, აღნიშნავს იენი შაფაქი.

გაზეთი ”ჰაბერთურქი” წერს, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთის მხრიდან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ განცხადების გაკეთების კვალდაკვალ დასავლეთის ქვეყნებმა თავიანთი ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა დაიწყეს. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-ს მხრიდან უსაფრთხოების ზომების გასამკაცრებელ პოლიტიკას გაამკაცრებენ თუ არა, ერთგვარ საინტერესო თემად გადაიქცა. სპეციალისტები კი ამ საკითხს ასე აფასებენ, დასავლეთის ქვეყნების მკაცრი უსაფრთხოების ზომები რამდენად გაამართლებს ეს უცნობია მაგრამ, ასეთი პოლიტიკით ყველაზე მეტად მიგრანტები დაზარალდებიან.

გაზეთ ”საბაჰ”-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”EURO 2016-ი არ გაუქმდება” და მასში ვკითხულობთ: EURO 2016-ი, რომელიც საფრანგეთში უნდა ჩატარდეს, პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ყველას იმის აზრი გაუჩნდა, გაუქმდებოდა თუ არა ეს ღონისძიება, მაგრამ, ორგანიზაციის კომიტეტის თავჯდომარის ჟაკ ლამბერის განცხადებით, პარიზში მომხდარი ტერაქტი რა თქმა უნდა უსაფრთხოების საკითხებს აყენებს დღის წესრიგში, მაგრამ მისი გაუქმება ტერორისტებისთვის სასურველი მიზნის მიღწევა იქნება, ამიტომაც მისი გაუქმება მიუღებელია.

გაზეთი ”იენი აქით”-ის მიხედვით თურქული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ პარიზში მომხდარი თავდასხმები არანაირად არ შეიძლება ისლამს დაუკავშირონ. მათ ასევე განაცხადეს, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ტერორიზმისადმი მხარდაჭერა და ამასთან ერთად მუსლიმანური ქვეყნების მიმართ გადადგმულ არასწორ პოლიტიკასაც უნდა გადახედონ.

გაზეთი ”სტარი” იუწყება, რომ G20-ს სამიტის ფარგლებში ანტალიაში მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გადაიდგას სტაბილური ნაბიჯები, რათა იქ არსებული სიტუაცია განეიტრალდეს. მან ასევე თურქეთის და ლიბიის მხრიდან მიგრანტების პოლიტიკა დადებითად შეაფასა და საერთაშორისო საზიგადოებას უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები