თურქული პრესა 15.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

417225
თურქული პრესა 15.11.2015

მიმოხილვას გაზეთ ”სტარი”-თ ვიწყებთ რომელშიც ვკითხულობთ ერაყსა და სირიაში არასტაბილური მმართველობა ტერორგანიზაციებმა თავიანთი მიზნების განსახორციელებლად დრო იხელთეს რა, კიდევ ერთხელ ევროპის ცენტრში უდანაშაულო ადამიანები შეიწირეს. პარიზში ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული ტერაქტიდან 10 თვის შემდეგ დღემდე ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი განახორციელეს. აღნიშნული ტერაქტი კი სწორედ ანტალიაში მიმდინარე G20-ს სამიტის დროს განხორციელება დიდ ყურადღებას იპყრობს. ახლა კი მსოფლიო ლიდერების ამ მოვლენის წინაშე თუ როგორ სტრატეგიას დაიჭერენ იმაზეა ყურადღება გადატანილი. სწორედ ამის ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ს, რუსეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის დროს ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედებისკენ მოუწოდებს.

გაზეთი ”ჰურრიეთი” წერს, რომ გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნმა G20-ს სამიტის ფარგლებში ანტალიაში ჩასვლამდე გაზეთ ჰურიიეთს ინტერვიუ მისცა. მან განაცხადა, რომ გაერო და საერთაშორისო საზოგადოება 2,2 მილიონი სირიელი მიგრანტის მიღებისთვის თურქეთის მადლიერია.

გაზეთ ”იენი შაფაქ”-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ” ”ადგილობრივი წარმოების თვითმფრინავისთვის ათვლა დაიწყო” და მასში ვკითხულობთ: სამსუნში 19 მაისის უნივერსიტეტის აერონავტიკის და კოსმოსური კვლევის ცენტრში (UZAYTEM) ადგილობრივი წარმოების თვითფრინავის მოდელებზე სამუშაოები გრძელდება ”Doğan”-ის სახელწოდების თვითფრინავმა უსაფრთხოების და მონტაჟის ტესტი წარმატებით გაიარა.

გაზეთი ”ჰაბერთუქრი” იტყობინება, რომ კანადის ცირკის საზოგადოება ”შვიდ თითმა” (Les 7 Doigts de la Main) ცეკვა, მუსიკა და თეატრი სამზარეულოში გადაიტანა. მათ მიერ მომზადებული ”სამზარეულო და აღიარებები” სახელწოდების თეატრი 23-27 ნოემბერს სტამბოლში უნდა გაიმართოს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები