თურქული პრესა 13.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

416663
თურქული პრესა 13.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, დასავლეთის ქვეყნების პოზიცია თურქეთის სირიაში ფრენებისათვის აკრძალული ზონის გამოცხადებისა და უსაფრთხო ზონის შექმნის მოსაზრებისადმი 1 ნოემბრის არჩევნების შემდეგ შეიცვალა. ევროპამ, რომელიც ასევე იძულებულია მიგრანტთა პრობლემასაც გაუმკლავდეს, თურქეთის სირიის პოლიტიკის მხარდაჭერა დაიწყო.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, იმის გამო, რომ შიდა ომს გამოქცეულ და თურქეთს თავშეფარებულ სირიელთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, მთავრობამ ახალი სამინისტროს შექმნისათვის მუშაობა დაიწყო. მიგრაციის სამინისტროს შექმნით მიგრაციის პოლიტიკისა და სტრატეგიების შემუშავება იგეგმება. ამით ასევე იგეგმება მიგრანტების თურქეთში შესვლისა და გასაჩერებელი ადგილების კოორდინაციაში არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება. 2013 წელში შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე შექმნილი მიგრაციის სამმართველოსა და პრემიერმინისტრის სამსახურს დაქვემდებარებული კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს ამ სამინსიტროში გაერთიანება იგეგმება.

ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია İHH-მ მსოფლიოს ოთხივე კუთხეში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანებისათვის ათასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით დახმარების კამპანია დაიწყო - წერს გაზეთი „აქითი“. განსაკუთრებით სირიაში საკვების დეფიციტია, შიდა ომით დაზარალებული სირიელი ხალხის პურზე მოთხოვნილების დიდი ნაწილი თურქეთის მხრიდან კმაყოფილდება. ადამიანები, რომლებსაც დახმარების გაწევა სურთ, სწორედ აღნიშნულ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია İHH-ს უკავშირდებიან.

„ჰაბერთურქის“ ცნობით, 15-16 ნოემბერს ანტალიაში დიდი ოცეულის სამიტში მონაწილე ლიდერებისა და მათი მეუღლეებისათვის თურქეთის გაცნობის მიზნით კულტურული კარავი გაიშალა, სადაც ხალხური ცეკვები, ტურისტული დანიშნულების მაკეტები იქნება წარმოდგენილი და თურქული ყავა და მსგავსი ადგილობრივი პროდუქცია გამოიფინება. პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მეუღლის ემინე ერდოღანის მასპინძლობით მსოფლიო ლიდერების მეუუღლეებს აქ გაუმასპინძლდებიან. ემინე ერდოღანი პირველ ქალბატონებს თურქულ ყავას, ლოქუმს და მსგავს ადგილობრივ კერძებს გააცნობს.

გაზეთი „ჰურიეთის“ ინფორმაციით, თანამედროვე ხელოვნების ბაზრის 2014-2015 წლის ანგარიშის მიხედვით თურქეთი თანამედროვე ხელოვნების აუქციონებიდან ყველაზე მეტი შემოსავლის მიმღებ მსოფლიოს 15 ქვეყნას შორისაა. ანგარიშის თანახმად, ამ სიაში 650 მილიონი დოლარით პირველ ადგილზე დოლარით აშშ-ია, მეორეზე ჩინეთი, მესამეზე კი ინგლისი გახლავთ. თურქეთი კი 6,5 მილიონი დოლარით ბელგიას, ავსტრიას, სამხრეთ აფრიკას, გაერთიანებულ არაბულ საემიროებს, სინგაპურსა და იაპონიასაც კი უსწრებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები