თურქული პრესა 11.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

415110
თურქული პრესა 11.11.2015


მიმოხილვას გაზეთ ”სტარი”-თ ვიწყებთ, რომელშიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვალტერ შტაინმაიერის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: ”სირიელი მიგრანტების საკითხის მოსაგვარებლად აუცილებელია თურქეთთან შეთანხმებას მივაღწიოთ, რათა საბერძნეთის კუნძულებძე რაც შეიძლება ნაკლები მიგრანტი გადავიდეს, ევროკავშირს სხვა გამოსავალი არ აქვს”.

გაზეთი ”ჰაბერთურქი” წერს, რომ ანტალიაში ჩასატარებელი G20-ს სამიტი არა მხოლოდ მსოფლიო ლიდერების ჩამოსვლით იქნება საინტერესო, არამედ მათი VIP თვითფრინავებითაც იქნება საინტერესო, რადგანაც ანტალიის აეროპორტში დაფრენილი მსოფლიო ლიდერების თვითმფრინავები აეროპორტს ”ავიაშოუ”-დ გადააქცევს. მილიონობით დოლარის ღირებულების მსოფლიო ლიდერების თვითმფრინავების უმეტესობა ბოინგ 747-ს ტიპისაა. ანტალიის აეროპორტში მსოფლიო ლიდერებისთვის 60 თვითმფრინავის, ხოლო სტუმრებისთვის 34 თვითმფრინავის ადგილია გამოყოფილი.

გაზეთი ”საბაჰი” იუწყება, რომ თურქეთისთვის სასიამოვნო ინფორმაცია ქალაქ მანისადან მოვიდა. ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალი რიზა ალაბოიუს განცხადებით, ქალაქ მანისას სომას რაიონში 100 ტონაზე მეტი ოქროს საბადო იქნა ნაპოვნი. რეგიონში ჩატარებული კვლევების შედეგად ასევე რკინის, სპილენძის და სხვა მადნეულების რეზერვებიც იქნა ნაპოვნი.

გაზეთი ”იენი აქით”-ის მიხედვით, თურქეთის ტყისა და წყლის რესურსების სამინისტროს მიერ ანკარის ქიზილჯიჰამამის რაიონის შესახებ გადაღებულ საპრეზენტაციო ფილმს ”Soğuksu Bozkırdaki Orman” სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

გაზეთი ”ჰურრიეთი” იტყობინება, რომ თურქი რეჟისორის ქაან მუჟდეჯის მიერ გადაღებული ფილმი ”Sivas”-ი ოქროს გლობუსის 73-ე დაჯილდოების ცერემონიალზე იქნა მიღებული. ოქროს გლობუსის 73-ე დაჯილდოების ცერემონიალი 2016 წლის 10 იანვარს გაიმართება. მიმდინარე დაჯილდოებაზე თურქული ფილმი საუკეთესო უცხოური ფილმების კატეგორიაში თურქეთის სახელით წარსდგება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები