თურქული პრესა 10.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

414570
თურქული პრესა 10.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრემიერმა დავუთოღლუმ დიდი ოცეულის სამიტამდე DEAŞ-ის წინააღმდეგ ერთობლივ სახმელეთო ოპერაციას მწვანე შუქი აუნთო. CNN International-ის ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ თურქეთი აშშ-ის ლიდერობით კოლიციასთან ერთად კარგი სტრატეგიის არსებობის შემთხვევაში DEAŞ-ის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციაში ჩასართავად მზად არის.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, დღეს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალებიდან 77 წელი შეასრულდა. დილით 09:05 საათზე მთელმა თურქეთმა პატივი მიაგო ათათურქის ხსოვნას. დღეს მთელი თურქეთის მასშტაბით დროშები ნახევრად დაეშვება.

ეგვიპტიდან რუსეთის მიმართულებით მფრინავი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ საჰაერო რეისების გაუქმების შედეგად რუსულმა ოპერატორებმა მიმართულებები თურქეთისაკენ აიღეს - წერს გაზეთი საბაჰი. რუსული ოპერატორები მგზავრებს ალტერნატიულ მიმართულებებს სთავაზობენ და მათ პირველ რიგში ანტალია განათავსეს. მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში 20%-ით შემცირებულ რუს ტურისტთა რაოდენობა, სავარაუდოდ, ნოემბერსა და დეკემბერში 10%-ით გაიზრდება. სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, თვითმფრინავების საწვავით დახმარების გაგრძელების შემთხვევაში 2016 წელში შესაძლებელი იქნება 2014 წლის მაჩვენებლის მიღწევა.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, თურქეთი შესძლებს თურქეთში თავშეფარებული მზრუნველობა მოკლებული დევნილი ბავშვების მიმღები ოჯახებისათვის გადაცემას. ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ თურქეთში მარტო გადმოსული ან გადმოსვლის შემდეგ მარტო დარჩენილი ბავშვებისათვის „თანმხლები პირების გარეშე ბავშვების დირექტივა“ მოამზადა, რომლის მიხედვითაც, სამინსიტრო ბავშვთა მოსაზრებების გათვალისწინებით მათი თურქების ან მათი ეროვნების ოჯახებში გადაყვანას უზრუნველყოფს.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო შუქის წლად გამოცხადებულ 2015-ში თურქეთის პირველი შუქების ფესტივალი ზორლუ ცენტრში გაიმართება. მსოფლიოს ცნობილი 22 შუქების ოსტატი სტამბოლში შუქების ფესტივალის ფარგლებში ზორლუ ცენტრს გიგანტურ შუქებით შექმნილ ხელოვნების ნიმუშად გადააქცევს. 13-დან 29- ნოემბრამდე გასამართი ფესტივალის ფარგლებში ფესტივალზე 23 ნიმუში იქნება წარმოდგენილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები