თურქული პრესა 08.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

412905
თურქული პრესა 08.11.2015


მიმოხილვას გაზეთ ”ჰაბერთურქი”-თ დავიწყებთ რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა ტერორიზმის წინააღმდეგ პროცესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი ”ეროვნული ერთიანობის და ძმობის პროცესი”-ს სახელით წარიმართება. ამის შემდეგ კი ამ პროცესის თანამოსაუბრე ტერორგანიზაცია PKK და სახალახო დემოკრატიული პარტია HDP აღარ იქნება, არამედ მთავრობის თანამოსაუბრე არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური პირები და რეგიონში საგვარეულოების წარმომადგენლები იქნებიან. ასევე ამ პროცესში ჯამრთელობის, განათლების და რელიგიური საქმეთა სამმართველოს წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული.

გაზეთი ”იენი შაფაქი” წერს, რომ პრემიერმინისტრ აჰმედ დავუთოღლუს მიერ ჩამოსაყალიბებელ ახალ მთავრობაში ხუთი კრიტიკული საკითხი სასწრაფო წესით უნდა განიხილოს. 1-ლი ახალი კონსტიტუცია და საპრეზიდენტო სისტემა, 2-ე ეკონომიკის ტრანსფორმაცია, 3-ე ძლიერი დიპლომატიით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება, 4-ე ეროვნული ერთიანობის და ძმობის პროცესის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, 5-ე 2023 წლის მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების დაჩქარება.


გაზეთი ”იენი აქითი” იუწყება, რომ 1 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ბაზრების რყევები დარეგულირდა. ვალუტის კურსებმა და პროცენტებმა დაიკლო. არჩევნებში დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბების მანდატის მომპოვებელმა სამართლიანობბის და განვითარების პარტიამ, ახლა უკვე დაპირებების შესრულება უნდა დაიწყოს. დაპირებებთაგან ერთ-ერთი საარსებო მინიმუმის 1300 ლირამდე გაზრდა იყო და სწორედ ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ განაცხადა რომ ეს დაპირება 2016 წლის იანვრის თვიდან უკვე რეალობად გადაიქცევა.

გაზეთ ”საბაჰ”-ში ვკითხულობთ სტატიას ახელწოდებით ”200 მილიონ ავროიანი G-20-ს სამიტი” და მასში ვკითხულობთ: მსოფლიო ოკონომიკის 85%-ს G-20-ს ქვეყნები შეადგენენ. G-20-ს სამიტო რომელიც ამათვის 15-16 ნოემბერს ანტალიაში უნდა გაიმართოს თითქმის ყველა სამზადისი დასრულებულია. აღნიშნული სამიტი თურქეთს 200 მილიონ ავროს მოგებას მოუტანს და ასევე 2016 წლის თურქეთის ტურიზმისთვის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. სამიტს 37 ქვეყნის ლიდერი და სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან. სტუმრები თურქეთში ჩასვლას 13 ნოემბრიდან დაიწყებენ.

გაზეთი ”ვათანი” წერს, რომ გერმანიის მთავრობის მომხრეებმა მიგრანტთა საკითხი განიხილეს. საკითხის განხილვის შემდეგ განცხადება გაკეთდა რომელშიც ნათქვამია: ”თურქეთმა მიგრანტები თავის ტერიტორიაზე დააბანაკოს და ჩვენ ევროპის ქვეყნებმა ყოველწლიურად მათგან არჩევით ავიყვანოთ ჩვენ ქვეყანაში”. მეორეს მხრივ ევროკომისიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით 2017 წლის ბოლომდე ევროკავშირში სამი მილიონი მიგრანტის შესვლას ელოდებიან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები