30.10.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

411074
30.10.2015 თურქული პრესა

მიმოხილვას გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ით დავიწყებთ, რომელიც ფართოდ ეხმაურება რესპუბლიკის 92-ე წლისთავისადმი მიძღვნილ და სახელმწიფოს მასშტაბით ჩატარებულ საზეიმო ღონისძიებებს.
აღნიშნავს, რომ ზეიმს მოსახლეობის ყველა ფენა შეუერთდა დიდი აღფრთოვანებით და სახელმწიფოს დროშებით. როგორც ყოველთვის ახლაც ათი ათასობით ადამიანი ეწვია ათათურქის მავზოლეუმს. თავიანთი სიყვარული გამოხატეს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქისადმი.
გაზეთ „იენი შაფაკ-ის ცნობით, ამ ახლო ხანებში მომსახურებაში გადავა სწრაფმავალი მატარებელი, რომელიც საათ ნახევრამდე დაიყვანს ანკარა-სტამბოლს შორის მანძილს.
„რკინიგზის გზატკეცილის დამახასიათებელი ხაზის სიგრძე გახდება 414 კმ. მის მშენებლობას დასჭირდა 5 მილიარდი დოლარი.

მატარებლის სიჩქარე გახდება საათში 350 კმ-ი.
ეს პროექტი თურქეთს აიყვანს ჩქაროსნული მატარებლების ლიგაში.
გაზეთი „საბაჰ“-ი კი წერს, რომ 145 ქვეყნის მონაწილეობით "Expo Milano-ში თურქეთის პავილიონი სამაგალითო გახდა მსოფლიოსთვის“.
პავილიონმა ღია ცის ქვეშ, მნახველის დიდი ყურადღება დაიმსახურა. მილიონზე მეტი ლოქუმი, ათასობით ფახლავა, თხილი, ბროწეულის შარბათი, გარგარი, ქიშმიში, თურქული ყავა, ჩაი, სოკო დაურიგდა მნახველებს.
უცხოელი ტურისტების დიდი ყურადღება დაიმსახურა ფოლკლორულმა ცეკვებმა.
გაზეთი „სტარ“-ი კი წერს, რომ თერმალურ ჯანდაცვის ტურიზმში მსოფლიოში სახელგანთქმულმა დენიზლის ფამუკკალეს რაიონმა უმასპინძლა მნიშვნელოვან სტუმარს.
სანატორიუმს, სამკურნალოდ ეწვია 1983 წლიდან, 15 წლის განმავლობაში, წმინდა სამლოცველოებისთვის მუნიციპალიტეტის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ამჟამად ისლამური სახელმწიფოების დედაქალაქების და ქალაქების ორგანიზაციების (OICC)-ის გენერალური მდივანი ომარ აბდულლაჰ ყადი თავის ოჯახთან ერთად.
ინფორმაციით, ყადი მეტად კმაყოფილი დარჩა ფამუკკალეში მკურნალობით და განაცხადა, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში ხელახლა ჩამოვა აქ.
გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს, რომ აშშ-ის ქალაქ საეტლეში, 6-8 ნომბერს, ჩატარდება რიგით მესამე თურქული კინო-ფილმების ფესტივალი, რომლის
გახსნა მოხდება ონურ უნლუს რეჟისორობით და მთავარი გმირის სერქან ქესქინის მონაწილეობით გადაღებული ფილმი სახელწოდებით:-„წინააღმდეგი ვარ“. ფესტივალზე წარდგენილ იქნება 7 მხატვრული ფილმი.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები