თურქული პრესა 28.10.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

359575
თურქული პრესა 28.10.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას გაზეთ ”ჰაბერთურქი”-თ დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: 15-16 ნოემბერს ანტალიაში განსახორციელებელი G20-ს სამიტზე მსოფლიო ეკონომიკასთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და მიგრანტების საკითხიც უნდა იქნას განხილული. თურქეთის და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ საფრთხედ მიჩნეული ტერორიზმის საკითხის, რომლის შედეგადაც მიგრანტთა პრობლემაც წარმოიქმნება, პრეზიდენტ ერდოღანის მიერ შეთავაზებულ განხილვას აშშ-ს პრეზიდენტი ობამა, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც დათანხმდნენ.

გაზეთი ”ვათანი” ყურადღებას თურქეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაზე ამახვილებს. ყოფილი მინისტრის განცხადებით, აშშ სირიასთან დაკავშირებით ხუთი წელია არასწორ პოლიტიკას აწარმოებს და დღესაც იგივე შეცდომით მიდიან. ”ერთი ტერორგანიზაციის წინააღმდეგ სხვა ტერორგანიზაციას დაუჭირო მხარი ეს ხომ გაუმართლებელია”, ნათქვამია მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაში.

გაზეთი ”იენი აქით”-ი წერს, რომ თურქეთის გრძელ რადიუსიანი სარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენის საკითხი დასასრულს მიუახლოვდა. გადაწყვეტის პირასაა საკითხი, თუ რომელი ქვეყნისგან უნდა შეიძინონ აღნიშნული სარაკეტო სისტემა. შესაძენი სარაკეტო სისტემის რადიუსი 3 ათასი კილომეტრი უნდა იყოს. მისი სამართი სისტემა თურქეთში უნდა დამუშავდეს.

გაზეთ ”სტარ”-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”თურქი ექიმების ისტორიული წარმატება” და მასში ვკითხულობთ: თურქმა ექიმებმა გულის შეტევის შედეგად დაზიანებული ქსოვილების აღმოფხვრის კვლევა ჩაატარეს. კვლევების მიხედვით, ღეროვანი უჯრედი გულის განსაკურნად უნდა იქნეს გამოყენებული. მათ გასულ კვირას ერთ-ერთ პაციენტს ჭიპლარიდან აღებული ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსგავსი ოპერაციების გავრცელება ორი წლის შემდეგ უნდა დაიწყოს.

გაზეთი ”საბაჰი” იუწყება, რომ თურქეთ-ირანს შორის პრეფერენციული ვაჭრობის ხელშეკრულება ძალში ახალი წლიდან უნდა შევიდეს. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ირანული Saman Bank-ი თურქეთში ინვესტიციების განხორციელებისთვის ემზადება. აღნიშნულმა ბანკმა თურქეთის ცენტრალურ და საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოში (BDDK) განაცხადი უკვე შეიტანა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები