22.10.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

357383
22.10.2015 თურქული პრესა


გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს სტატიას სახელწოდებით:-„პროცესი ტერ-ორგანიზაციამ დაასრულა“. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის შეხვედრას ოლქის მოაზროვნე ლიდერებთან, სადაც ედოღანმა აღნიშნა, რომ პეკეკასთან პროცესის ხელახლა დაწყება შესაძლებელია განიარაღების პირობით.
მოაზროვნე წარმომადგენლების განცხადებით, პრობლემის მოგვარება შესაძლებელი იქნება ხელისუფლებაში მყოფი ერთად-ერთი „აღორძინება განვითარების პარტიის“ მეშვეობით.
გაზეთი „ჰურიეთ“-ი კი, ყურადღებას ამახვილებს თურქეთის პენსიონერთა საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოსული პრემიერის აჰმედ დავუთოღლის სიტყვებზე, სადაც აღნიშნულია, რომ სირიის სახელმწიფო ლიდერის ბეშად ესადის მოსკოვში წასვლა მიანიშნებს, რუსეთის ამ რეჟიმისთვის მხარდაჭერაზე. ნეტავ დიდხანს დარჩენილიყო იგი მოსკოვში.
გაზეთი „სტარ“-ი კი აღნიშნავს, რომ თურქეთის ადგილობრივ ავტომობილებზე მრავალი შეკვეთებია.
გაზეთის ცნობით მაშინ როცა ავტომობილის პროტოტიპის პრეზენტაცია ჩაატარა მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა ფიქრი იშიკმა, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მრეწველთა სამყარომ პირობა დადეს ავტომობილების ყიდვაზე.
თურქეთის ხელოსან-მეწარმეთა პალატის თავჯდომარის ბენდევი ფალანთოქენის განცხადებით, თურქეთში სამ მილიონზე მეტი ტაქსია, როგორც კი დასრულდება ადგილობრივი ავტომობილების წარმოება, წამოიწყებენ ტაქსების ადგილობრივი წარმოების ავტომობილებით შეცვლის კომპანიას.
ბურსას სავაჭრო-სამრეწველო პალატის დეპარტამენტმაც განაცხადა, რომ ადგილობრივი ბრენდის ავტომობილის წარმოებისთვის უკვე მზად აქვთ ადგილი ბურსას TEKNOSAB-ის რეგიონში და მზად არიან სიმბოლურად პირველი 100 ავტომობილის მიღებისთვის.
გაზეთი „საბაჰ“-ი წერს ევროპელი იურისტის არითი-მარინას ალამანოუს გაზეთ New Europe-ის სტატიაში გამოთქმული სიტყვების შესახებ, რომელშიც ნათქვამია: ხელისუფალი პარტიის ინიციატივით თურქეთის მონაპოვარი დემოკრატია, რეგიონის კრიზისების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ხიდის სტატუსის გეოპოლიტიკური მდებარეობა, ატარებს ევროპის გლობალური და რეგიონული ძალის გამოცოცხლებისთვის საჭიროების მნიშვნელობას.
უკანასკნელ 12 წელიწადში სახელმწიფოში მოხდა დიდი ცვლილებები. იურისტმა სხვადასხვა მიზეზები დაასახელა, რომლითაც დასავლეთის ნდობა დაიმსახურა ხელისუფალმა პარტიამ.
გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ ნორვეგიელმა სატრანსპორტო კომპანიამ სკაუგენმა გემებში გამოყენებული ძრავებისთვის, 50 მილიონი დოლარის კომპენსაციის სარჩელი აღძრა MAN-ის წინააღმდეგ, რომელიც Volkswagen-ის 75 %-ს ფლობს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები