თურქული პრესა 20.10.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

356360
თურქული პრესა 20.10.2015

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ ”ჰაბერ თურქი”-თ, რომელშიც სტამბოლის მესამე აეროპორტის სესხის ხელმოწერის ცერემონიალზე პრეზიდენ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვით გამოსვლაზეა ყურადღება გამახვილებული. ერდოღანის თქმით, სტამბოლის მესამე აეროპორტის მშენებლობა მთლიანობაში 32 მილიარდ 399 მილიონი ევრო უნდა დაჯდეს და მისი პირველი ეტაპი 2018 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს.

გაზეთი ”სტარი” წერს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის მხრიდან გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ილდიზის სასახლეში მიღება რუსეთისათვის ერთგარ გზავნილად იქნა შეფასებული. აღნიშნულთან დაკავშირებით თურქმა ისტორიკოსმა პროფესორმა ებუბექირ სოფოღლუმ ეს მდგომარეობა ასე ახსნა: ”ეს ერდოღანის შორსმჭვრეტელობის ერთ-ერთი ნაყოფია”. მერკელის ერდოღანთან და დავუთოღლუსთან შეხვედრის სტამბოლში გამართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე განცხადება გერმანიის მხრიდან იქნა გავრცელებული, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეხვედრის ადგილს მასპინძელი ქვეყანა ადგენს.

გაზეთ ”ვათან”-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”სიბელი შვეიცარიის პირველი თურქი პარლამენტარი გახდა” და მასში ვკითხულობთ: შვეიცარიის ისტორიაში საპარლამენტო არჩევნებში პირველად გახდა პარლამენტის წევრი თურქი წარმომავლობის სიბელ არსლანი. 1991 წლიდან მოყოლებული შვეიცარიაში მცხოვრები სიბელ არსლანი ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებს ფლობს.

გაზეთი ”საბაჰი” იტყობიბენა, რომ სტამბოლში იენიქაფის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის გახსნის ნებართვა იქნა გაცემული. ამ მუზეუმში ბოსფორის სრუტეზე გაყვანილი ”მარმარაი”-ს სახელწოდების მიწისქვეშა ტრამვაის მშენებლობის გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთები იქნება გამოფენილი.

გაზეთი ”ჰურრიეთი” წერს, რომ თურქი მწერლის ორჰან ფამუქის მიერ 2014 წელს დაწერილი წიგნი ”ჩემი გონების გაუცხოება“ (KAFAMDA BİR TUHAFLIK VAR) ლონდონში გაყიდულ წიგნებს შორის პირველ ადგილზეა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები