თურქული პრესა 16.10.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

354898
თურქული პრესა 16.10.2015

მიმოხილვას გაზეთ ”იენი შაფაქი”-თ ვიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: რუსეთის და ასადის რეჟიმს სურს ტერორორგანიზაცია DEAŞ-ი თურქეთში შემოიყვანოს, მაგრამ თურქეთი ამ ყველაფერს წინ სირიის საზღვართან აღმართვის სტადიაში მყოფი 911 კილომეტრიანი ელექტრონილი კედელით აღუდგება. პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. აღნიშნული კედელი ნებისმიერი ტერორორგანიზაციის ქვეყანაში შემოსვლის აღკვეთას შეუწყობს ხელს.

გაზეთი ”ჰურრიეთი” წერს, რომ თურქეთის სოციალური დაცვის სააგენტომ (SGK)-მ თურქეთში თავშეფარებული სირიელი მიგრანტებისათვის მოდულას სისტემა აამოქმედა. ამ სისტემით მიგრანტებს აფთიაქებში პრეპარატების ყიდვა მათთვის მინიჭებული პირადობის ნომრით შეეძლებათ.

გაზეთი ”ვათანი” იუწყება, რომ ევროკავშირსა და თურქეთს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მოსოფლიო ბანკმა ეკონომიკურ მხარდაჭერაზე თანხმობა განაცხადა. რეადმისიის შეთანხმება კი საბერძნეთის კუნძულების ჩათვლით ევროპის ქვვეყნებში შემჩნეული მიგრანტების თურქეთში დაბრუნებას ითვალისწინებს.

 

გაზეთი ”ჰაბერთურქი” ეკონომიკის მინისტრის ნიჰათ ზეიბექჩის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ, რომ ამზადებენ ახალ კანონ-პროექტს, რომლის მიხედვითაც იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში ბინას იყიდიან, ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიეცემათ. ისინი ასევე როგორც თურქეთის მოქალაქეებს იგივე უფლებებით ისარგებლებენ, მაგრამ მათ სავალდებულო სამხედრო გაწვევაში არ გამოიძახებენ.

სტარი აქვეყნებს სტატიას ”საუკუნის პროექტი მსოფლიოსთვის სამაგალითო გახდა” და მასში ვკითხულობთ: ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის 50 წლიანი წყლის პრობლემის მოსაგვარებელი პროექტი დასასრულს მიუახლოვდა. თურქეთის ქალაქ მერსინიდან ზღვის ქვეშიდან გაყვანილი მილებით ჩ.კ.თ.რ.-ში გადაყვანილი წყლის პროექტის გახსნის ცერემოლიანი ხვალ უნდა გაიმართოს, რომელშიც პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი და პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუც მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული პროექტი მსოფლიოში პირველია რითაც მსოფლიოსთვის სამაგალითო გახდა. მსგავსი პროექტის განხორციელება ავსტარლიაში უკვე დაიწყეს.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები