თურქული პრესა 10.10.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

352171
თურქული პრესა 10.10.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ნატოს განცხადებას, რომ თურქეთის დასახმარებლად შეუძლიათ 13 ათასი ჯარისკაცი მიავლინონ, ანკარამ ოფიციალური პასუხი გასცა და მასში აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯერ ჯერობით არ საჭიროებენ და არც ითხოვენ ნატოსგან რაიმე დახმარებას


მილლიეთი იტყობინება, რომ გუშინ, გოლჯუკის ნავთსაშენში პირველი შედუღება მოახდინეს თურქული საზღვაო ფლოტისათვის გადასაცემ წყალქვეშა სამხედრო გემზე, რომელსაც “ფირი რეისი“ ერქმევა და რომელიც მთლიანად თურქული წარმოების იქნება. ამ გემს წყლის ზედაპირზე ამოუსვლელად, 30-40 დღის განმავლობაში შეეძლება წყლის სიღრმეებში დარჩენა, წერს მილლიეთი


იენი შაფაკი სირიულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სირიის ქალაქ ალეპოში ისლამური სახელმწიფოს თავდასხმის შედეგად მოკლულ იქნა ირანის საზღვარგარეთ არსებული სამხედრო დაზვერვისა და ოპერაციების ხელმძღვანელი, ბრიგადის გენერალი ჰუსეინ ჰამედანი, რომელიც სირიის არმის კონსულტანტობასაც ეწეოდა. ამავე ცნობით სწორედ ეს გენერალი წარმართავდა სირიაში ჰისბულახელების სამხედრო ოპერაციებსაც


ჰურრიეთი იაპონური ვოიაჟიდან დაბრუნებული პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებას უთმობს ადგილს. მისი მიხედვით იაპონურ ფირმა ტოიოტოსთან მიღწეული ახალი შეთანხმებით, ეს ფირმა თურქეთის ქალაქ ადაფაზარში მოქმედ ტოიოტას ქარხნის მოდერნიზაციას მოახდენს, რისთვისაც 450 მილიონი დოლარის ახალ ინვესტიციას ჩადებს და Corolla-ს და Verso-ს ტიპის ტოიოტების გარდა SUV(4x4) ტიპის ახალ, მცირე მოცულობის ჯიპებსაც გამოუშვებს


ჰაბერთურქი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ ერთ კვირაზე მეტია რაც თურქეთის საკურორტო ქალაქ ფეთჰიეში ისვენებენ ჩინეთის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ქალი მსახიობი ნინგ ჟინგი და მომღერალი იანგ იანგი. ამ ერთი კვირის განმავლობაში მათ პარაშუტებითაც იფრინეს, მთის სწრაფ მდინარეებზე კანოებითაც გაცურეს, მაღალი და ულამაზესი მთის მწვერვალებიც დალაშქრეს, წყლის ქვეშაც ჩაყვინთეს და ა.შ. მათი ფათერაკებით სავსე თავგადასავლები ნაჩვენები იქნა ჩინური ტელევიზიებით, რის შემდეგაც ჩინელმა ტურისტებმა დიდი ინტერესის გამოჩენა დაიწყეს თურქეთისადმი და მომავალ წელს ჩინელი ტურისტების მოზღვავებას ელიან


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები