თურქული პრესა- 21.09. 2015

თურქული პრესის მიმოხილვა

352594
თურქული პრესა- 21.09. 2015

„ეს დროშა ყოველთვის იფრიალებს“ ასეთ დასათაურებას აძლევს ერთ-ერთ სტატიას გაზეთი „იენი შაფაკ“-ი. ყურადღებას ამახვილებს გუშინ სტამბოლში ჩატარებულ გრანდიოზულ მიტინგზე, რომელიც ერთობის და თანასწორობის გამოხატულების მნიშვნელობას ატარებდა. შეუერთდა პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, პრემიერი აჰმედ დავუთოღლი, თდემ თავჯდომარე ისმეთ ილმაზი.
გაზეთ „საბაჰ“-ის ცნობით, G20-თა სამიტზე მთავარი ყურადღება გამახვილდება თურქეთში შემოსულ მილიონობით ლტოლვილის საკითხზე. სამიტი 15-16 ნოემბერს, თურქეთის მასპინძლობით ჩატარდება ანტალიაში. ამის შესახებ განაცხადა G20-ების თურქეთის წარმომადგენელმა აიშე სინირლიოღლიმ, რომელიც სამიტზე მოხსენებით გამოვა.
გაზეთის ცნობით სინირლიოღლიმ აღნიშნა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს უმეტესად ხანშიშესული მოსახლეობა გააჩნიათ და თავშესაფრის მაძიებლები სწორედაც რომ მისწრება იქნება მათთვის და დადებით როლს ითამაშებს.
გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, თურქეთის თავდაცვის გიგანტური კომპანიები უფრო აუმჯობესებენ თავიანთ საქმიანობას. ოქტომბერში პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის და კატარის ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალის ოფიციალური პატრონაჟით ჩატარდება ფორუმი. 6 ოქტომბერს დაწყებულ ფორუმზე წარმოდგენილ იქნება 70-დე კომპანიის ადგილობრივი ნაწარმი ტექნოლოგია.
პირველად იქნება წარმოდგენილი რეგიონული გამანადგურებელი.
გაზეთი „ჰურიეთ“-ი კი წერს, რომ მონტე კარლოს მეორედ ეწვევა თარქანი. გასულ წელს ქვეყნის Sporting Summer Festival-ის დახურვით კონცერტზე დიდი მოწონების დამსახურების შემდეგ, კვლავ იქნა მიწვეული სტარი მომღერალი მონტე კარლოში. 30 ოქტომბერს კონცერტს ჩაატარებს მონტე კარლოს ვარსკვლავთა სასახლეში.
გაზეთი „მილლიეთ“-ი კი წერს, რომ საბერძნეთის ქალაქ სელანიკში ჩატარებულ ბალკანეთის 25-ე ვეტერანთა ატლეტიზმის ჩემპიონატში რეკორდი დაამყარა დედა შვილმა. 76 წლის ფეჰიმე ოზქან ანტერი 100 და 400 მეტრის, 50 წლის მისი ქალიშვილ ფატმა ოზქანი 100 და 200 მეტრის რბენაში ბალკანეთის ჩემპიონები გახდნენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები