თურქული პრესა 14.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

387361
თურქული პრესა 14.09.2015


    დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ქურთი ტერორისტების მხრიდან მოწყობილმა ტერაქტებმა და თავდასხმებმა ყელში ამოიყვანა თვით ქურთი ხალხიც და სეპარატისტების და მათი ქმედებების დაგმობის მიზნით ხვალ ქალაქ დიარბექირში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქურთები, 600 არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით საპროტესტო მიტინგი გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს რა 10 ათასობით ადამიანი, მასზე ქურთი და თურქი ხალხის ძმობა-მეგობრობის ურღვევობაზე და ერთიანობაზე გაამახვილებენ ყურადღებას, ხოლო ამის პარალელურად პკკ-ას განიარაღებას და ყველანაირი პრობლემების დიალოგის გზით მოგვარებას მოსთხოვე
     სტარი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუსთან, რომლის თქმითაც დასავლეთის მხრიდან ერაყში სამთავრობო ძალებისათვის და სირიაში ოპოზიციისათვის დარიგებული სამხედრო იარაღები ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას ხელში გადავიდა. მან დასავლეთის მხრიდან სირიელი ლტოლვილებისადმი გამოჩენილი გულგრილობის მიმართაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროპაც და ამერიკაც ორპირულად იქცევა რა, მინიმუმი რაოდენობით იღებენ ლტოლვილებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა თავს დიდ ქველმოქმედებად ასაღებენ, როცა თურქეთი 2 მილიონამდე სირიელ ლტოლვილს 4 წელია რაც ინახავს და 1 საყვედურიც კი არ წამოსცდენია ამის თაობაზე და არც ვინმესთვის დაუყვედრებია
     სირიელ ლტოლვილთა საკითს ეხება ასევე გაზეთი საბაჰიც და წერს, რომ ევროპაში გადასულებს ხელკეტებით უმასპინძლდებიან, ამცირებენ და ათასგვარ ოინებს უწყობენ, როცა თურქეთში მცხოვრები ლტოლვილები მეტად კმაყოფილები არიან და თურქებს ძმებად და მეტად სტუმართმოყვარედ მოიხსენიებენ
    მილლიეთის კორესპონდენტი მონღოლეთიდან იტყობინება, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA, აგრძელებს ამ ქვეყანაში არქეოლოგიური გათხრების დაფინანსებას და დღემდე მეტად საინტერესო და უცნობი ექსპონატებიც აღმოაჩინეს, მათ შორის გიოქთურქთა ვეზირის, ტონიუკუკის ხელნაწერებს, თურქი სამხედროს საფლავს, ძეგლებს და სხვა მასალებს უძველესი თურქების, ე.ი. გიოქთურქების შესახებ. მონღოლეთში 1 თურქული მუზეუმი უკვე მოქმედებს და ახლა მეორე მუზეუმსაც გახსნიან, რომელშიც გიოქთურქების კუთვნილ ახალ აღმოჩენილ ექსპონატებს განათავსებენ, აღნიშნავს მილლიეთი
     ჰურრიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ ცნობილი კანადელი მომღერალი ლარა ფაბიანი კიდევ ერთხელ ემზადება თურქეთში საგასტროლოდ ჩამოსვლისათვის. ფაბიანს პირველი კონცერტი 15 ოქტომბერს სტამბოლში ექნება, ხოლო ამის პარალელურად მას აქვე პირადი შეხვედრები ექნება თურქ ახალგაზრდა მომღერალ მუსტაფა ჯეჯელისთან და მსახიობ ჰალიტ ერგენჩთან, რომელიც სერიალ “დიდებულ საუკუნეში“ სულთან სულეიმანის როლს ასრულებს, წერს ჰურრიეთი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები