თურქული პრესა 10.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

377511
თურქული პრესა 10.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის მცირე მეწარმეთა და ხელოსანთა კონფედერაციამ TESK-მა ქვეყანაში გახშირებული ტერორისტული აქტებისა და დაძაბულობის გამო 2 მილიონ ოფისზე აფიშები ჩამოკიდა წარწერით „ყველანი ძმები ვართ“.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, სტამბოლის ფინანსური სამიტის მეორე დღეს სიტყვით გამოსულმა ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა ბოლო პერიოდში მომხდარი ტერორისტული აქტები შეაფასა და განაცხადა, რომ თურქეთი ერაყისა და სირიის მსგავსი არ არის, ქვეყნის გარეთ ტერორთან დაკავშირებით ზედაპირული ანალიზი კეთდება და დაამატა: „თურქეთი არის ქვეყნა, რომელსაც დიდი ხნის დემოკრატიული გამოცდილება აქვს და მოქალაქეებს შორის სულ მცირედი გამიჯვნაც კი არ ხდება. მე თურქეთის მოქალაქე ვარ, მაგრამ წარმოშობით ქურთი ვარ, თუმცა დღეს მე თურქეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინიტრი გახლავთ“.

მშენებლობის სექტორთან ერთად გაზრდილი სამშენებლო ტექნიკის სექტორი 2023 წლისათვის 10 მილიარდი დოლარის ექსპორტის განხორციელებას გეგმავს- წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. სექტორის წლიური გაყიდვების მიზანი კი 20 ათასი ცალია. ეს ციფრი კი თურქეთის მსოფლიოს პირველ ექვსეულში, ევროპაში კი პირველ სამეულში შესვლას უზრუნველყოფს.

„იენი შაფაკი“-ს თანახმად, ჰოლანდიაში მდებარე რედბუდის უნივერსიტეტიდან წარმოშობით თურქმა ბარიშ ეგემ აჩვენა, რომ ცნობილი საავტომობილო ფირმების მანქანების გასაღებების ორი გამოყენებით კოპირებაა შესაძლებელი, რის გამოც მსოფლიო გიგანტები იძულებულები არიან უსაფრთხოების ახალი ცვლილებები განახორციელონ. ბარიშ ეგე აცხადებს, რომ კვლევები კლიენტთა უსაფრთხოების მიზნით ჩაატარა.

თურქი რეჟისორის ემინ ალპერის ფილმი „ბლოკადა“, რომლის პრემიერაც ვენეციის კინოფესტივალზე გუშინ შესდგა, გრანპრის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატია - წერა გაზეთი „საბაჰი“
გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ სელჩუკის უნივერსიტეტის მიერ სილიფკეს სანაპიროებზე წარმოებული წყალქვეშა არქეოლოგიური სამუშაოების დროს 5 ათას წლოვანი საზღვაო გზის მარშრუტი იქნა აღმოჩენილი. სელჩუკის უნივერსიტეტის წყალქვეშა არქეოლოგიის სამეცნიერო განყოფილების ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ღუზის ჩაშვების ადგილები, ჩაძირული ანტიკური გემების ნამსხვრევები და წყალქვეშ დარჩენილი ანტიკური გემთსაშენები იქნა აღმოჩენილი.

და ბოლოს, გაზეთი „მილიეთი“-ს ცნობით, ფორმულა 1-ის მფლობელად ცნობილი ბარნი ეკლესტონი ფორუმლა 1-ის სტამბოლში დასაბრუნებლად ვურალ აქს ტელეფონით დაუკავშირდა და გადასახადი 13,5 მილიონ დოლარამდე დააწევინა. საბოლოო გადაწყვტილება არჩევნების შემდეგ იქნება მიღებული და თანხმობის გამოცხადების შემთხვევაში თურქეთი 2016 წლის კალენდარში შევა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები